"გენტმა" ჯონათან დავიდი "ლილს" 25 მილიონად არ მიჰყიდა

AutoSharing Option
"გენტის" 20 წლის კანადელმა თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი სამსახურით არაერთი კლუბი დაინტერესდა.

Sky Sports-ის ცნობით, დავიდის შეძენა "ლილმა" მოისურვა და 25 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა, "გენტმა" უარი შეუთვალა, რადგან 30 მილიონს ითხოვს.

თავად ჯონათანს კარიერის ფრანგულ გუნდში გაგრძელება უნდა და ამის თაობაზე თავის კლუბს თხოვნით მიმართა. ის ამბობს, რომ კარგი სეზონი ჩაატარა, კარიერაში სურს ნაბიჯი წინ გადადგას და საამისოდ "ლილი" ჩინებული ვარიანტია.

დავიდს
ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მის ხელში ჩაგდებას "ინტერი", "არსენალი" და "ბეტისი" ცდილობენ.

"გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ, ბელგიაში სეზონი აგვისტოში განახლდება და მათი გუნდი პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაკვე ეხლა დეივიდის დონეზე რო იყოს , აქ პირდაპირ ბარსელონაში რეალში ან იუვენტუსში გადასვლა მოგვინდებოდა , კაცმა რა სეზონი ჩაატარა რა პიარი ქონდა და ლილში უნდა გადასვლა უნდა რო ნელ ნელა გადადგას ნაბიჯი ტოპ გუნდისკენ და არა პირდაპორ სკამის ხეხვით
ლაშა
02:01 19-07-2020
0
ნეტა ამ ზაფხულსვე გაყიფონ დევიდი,რადგან ჩაკვეს პირდაპირი კონკურენტია და დევიდის ამ საოცარი სეზონის მერე ძაან გაუჭირდება გიორგის მასთან კონკურენცია ძირითადისთვის
გიო
00:19 19-07-2020
1

სიახლეები პოპულარული