
"გენტის" გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გასული სეზონის გუნდის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დადგინდა.
პირველ ადგილზე 20 წლის კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დავიდი გავიდა, რომელიც მართლაც გამორჩეული იყო და 2 581 ხმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ათეულში სამივე უკრაინელი მოხვდა - რომან იარემჩუკი, იგორ პლასტუნი და რომან ბეზუსი.

შეგახსენებთ, "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.
ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე "გენტი" მეორე ადგილზე გავიდა, ახალი სეზონი კი მომავალ თვეში დაიწყება და 9 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" შეხვდება.