
დღეს ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს "ფრანს ფუტბოლი "ოქროს ბურთს" არავის არ გადასცემს.
ამის შემდეგ "ბარსელონას" "ტვიტერზე" თავდამსხმელ ლეო მესის ფოტო დაიდო, რომელიც "ოქროს ბურთის" 6 პრიზთან აქვს გადაღებული და წარწერაც წარუმძღვარეს:
"ჩვენ გვესმის. ამასთან, ყველამ იცის, ვინაა საუკეთესო".
ეს პრიზი ისტორიაში პირველად არავის არ გადეცემა. მესიმ "ოქროს ბურთი" სარეკორდოდ ექვსჯერ მოიპოვა.