კიევის "დინამოს" მწვრთნელად ლუჩესკუ დანიშნეს - გულშემატკივრები აღშფოთებული არიან

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" მწვრთნელად 74 წლის რუმინელი მირჩა ლუჩესკუ დანიშნეს, რომელსაც ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

მან ამ სპოსტზე ახლახან გადაყენებული ალეკსეი მიხაილიჩენკო შეცვალა.

ლუჩესკუ ბოლოს თურქეთის ნაკრებში მუშაობდა, საიდანაც გასულ წელს დაითხოვეს. ის 2004-2016 წლებში "დინამოს" მთავარ კონკურენტ "შახტარს" ედგა სათავეში და ამიტომ დედაქალაქური კლუბის ქომაგები მისი დანიშვნის გამო შოკირებულნი არიან.

ლუჩესკუს ხელმძღვანელობით "შახტარმა" რვაჯერ მოიგო ჩემპიონატი, ექვსჯერ თასი და ერთხელ უეფას თასი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვის ომში ბრძენად ყოფნას არ ვაპირებ,მაგრამ 74წ ისეთი ასაკია რომ....
sake
14:07 25-07-2020
0

სიახლეები პოპულარული