უკრაინის პირველი ლიგის 26-ე ტურში ვოლოჩისკის "აგრობიზნესმა" სტუმრად 3:0 სძლია ლუცკის "ვოლინს", მესამე ადგილზე გადავიდა და პრემიერლიგაში აღსაზევებლად იბრძვის.
football.ua-ს ცნობით, ნამატჩევს წაგებული გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელები გულშემატკივრებთან სასაუბროდ მივიდნენ და ერთმა ფანმა უსაყვედურა: "ამათთან როგორ წააგეთ? ეს ხომ სოფელია, ბოზო".
ამ უსიამოვნო საუბარს "აგრობიზნესის" საპატიო პრეზიდენტი ოლეგ სობუცკი (იხ. ფოტო) შეესწრო და უპასუხა კიდეც: "გესმის, შენ? შენ თვითონ ხარ სოფელი, ბოზო".
ამის შემდეგ ქომაგებმა სობუცკისთან მიახლოება სცადეს, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა არ მიუშვა.
ამის შემდეგ ქომაგებმა სობუცკისთან მიახლოება სცადეს, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა არ მიუშვა.
15 ივლისს სობუცკიმ "მინაისთან" შეხვედრის შემდეგ (0:2)
მსაჯ იური ივანოვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამუდამოდ აუკრძალეს საფეხბურთო საქმიანობა. ის მაშინ კლუბის პრეზიდენტი იყო, ხოლო ახლა საპატიო პრეზიდენტია, ეს კი ოფიციალური თანამდებობა არ არის.
ვოლოჩინსკი ხმელნიცკის ოლქის რაიონია. მისი მოსახლეობა 18 802-ს შეადგენს, ადგილობრივი გუნდი კი 4-ათასიან "იუნოსტის" სტადიონზე თამაშობს.
- Це село.
- Ти сам село, блядь.
youtube watch?v=wVpU26rq_5Q
Me ar var Roboti -ს: რა ვიცი, ამბავი მოგვიყვა ხალხმა, ყველა სტატია შედევრი და შენნაირების მოსაწონი ხომ არ იქნება. არ ხდება არაფერი სპორტში და რაც არის, იმას წერენ. საიდან მოდიხართ ნეტავ ასეთი ჭირვეულები. მეტი საქმე არა გაქვს? თუ არ გინდა, ნუ წაიკითხავ, ხომ არ გაძალებენ. "ჯაან ოსტრი ხარ, ჯაან".