დღეს ვნახავთ რას წარმოადგენს ბელარუსის ნაკრები

AutoSharing Option
დღეს ერთა ლიგის პირველ ტურში ბელარუსის ნაკრები, რომელიც ამავე ტურნირის პირველი გათამაშების ნახევარფინალში "ჯვაროსანთა" მეტოქეა, ალბანეთს უმასპინძლებს.

მატჩის წინ ბელარუსთა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა შემდეგი განაცხადა:

"ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ჩვეულ რეჟიმში მატჩისათვის ემზადება. არანაირი ფორს-მაჟორული გარემოებები არ არსებობს.

რაც შეეხება შკურინის (იხ. ფოტო) მიერ ნაკრებში თამაშზე უარის თქმას, ერთ ფეხბურთელზე ნაკრები დამოკიდებული არ უნდა იყოს. ამიტომ, იმ მოთამაშეებმა, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან, ამოცანას თავი უნდა გაართვან. ვისზეც არჩევანი გავაკეთე, მათში დარწმუნებული ვარ. ფორვარდების რაოდენობის შესახებ კი გეტყვით, რომ ამ პოზიციაზე არაერთი
ფეხბურთელი შეიძლება გამოვიყენო, თუნდაც სხვა ამპლუის. ეს ბახარია და დრაგუნი".

ბელარუსისა და ალბანეთის მატჩი მინსკში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული