
34 წლის კოლუმბიელ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს მაიამის "ინტერში" უნდა გადასვლა, რომლის თანამფლობელი ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემია, - იტყობინება Goal-ი.
"გალათასარაისთან" კონტრაქტი 2 წლის შემდეგ მისრულდება, მაგრამ კარიერის მაიამის "ინტერში" გაგრძელება მინდა, რადგან იქ ბევრი ჩემი თანამემამულე თამაშობს. კიდევ 2 წელი ვაპირებ თამაშს და უკვე მომავალზე ვფიქრობ. მსურს რამდენიმე საწარმო მქონდეს ან საფეხბურთო საქმიანობით დავკავდე. მაგალითად, სპორტული დირექტორობით, მწვრთნელობა კი არ მინდა. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ახალგაზრდებს დავეხმარო", - განაცხადა ფალკაომ.
ის "გალათასარაიში" 2019 წლის სექტემბერში "მონაკოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით
გადაბარგდა, გასულ სეზონში კი თურქეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა.