27 წლის გერმანელი ნახევარმცველი მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა, - იტყობინება ნიდერლანდური კლუბის საიტი.
გიოტცეს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და 27-ნომრიანი მაისურა გადასცეს. ის ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
გასულ სეზონში გიოტცემ "დორტმუნდის" შემადგენლობაში ბუნდესლიგის 15 მატჩში (5 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი გაიტანა (1 პენალტით).
ის 2013-16 წლებში "ბაიერნში" თამაშობდა, გერმანიის ნაკრებში კი 2010-17 წლებში 63 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.