"პსვ-მ უკეთ ითამაშა, მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს" - მანუელ ლოკატელი მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში პსვ-მ "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, შეხვედრის შემდეგ "ბიანკონერის" ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მძიმე მარცხი იყო, მიზანთან ახლოს ვიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფეხბურთელებმა უნდა ავიღოთ. პსვ უფრო მონდომებული თამაშობდა, ვიდრე ჩვენ, მათ უბრალოდ მეტი სურდათ და შემდეგ ეტაპზე გასვლაც დაიმსახურეს. მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. მოედანზე თანაგუნდელები ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ვერ ვხვდებოდით რა ხდებოდა.

ასეთი რთული მომენტების გადალახვა მხოლოდ დიდი შრომითა და ერთად დგომით არის შესაძლებელი", - განაცხადა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ,
"იუვენტუსი" პსვ-სთან ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.

altჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: "რეალმა" "სიტის" მბაპეს ჰეთ-თრიკით სძლია - პსვ-მ ტურნირიდან "იუვენტუსი" გამოაგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული