გუშინ, 1-ელ ნოემბერს, PMCS-ის ფინალური ეტაპი დასრულდა. "კლან 13"-მა საქართველო ღირსეულად წარადგინა და მე-8 ადგილი დაიკავა.
ქართული კიბერსპორტის ისტორიაში, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი დონის ფინალურ ეტაპზე ქართული დროშები ფრიალებდა.
ბოლო მატჩამდე "ჯვაროსნების" გუნდი ინარჩუნებდა საპრიზო ადგილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიჭებს იღბალმა ზურგი აქცია.
"როგორც კლანის ლიდერი, ძალიან ამაყი ვარ, ამ დონის გუნდი რომ გვყავს საქართველოში. საერთაშორისო ასპარეზზე უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი სიძლიერე. უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და დავიკავეთ ტოპ-8 ადგილი. ამ შედეგით ჩვენ გადავასწარით ერთ-ერთ საუკეთესო თიმებს ჩვენს რეგიონში, რომ არა პატარა ხელის შემშლელი ფაქტორები, დარწმუნებული ვარ, უკეთეს შედეგსაც დავდებდით, მაგრამ ყველაფერი წინაა და კიდევ არაერთხელ დავამტკიცებთ ჩვენს ძალას," - განაცხადა გუნდის ლიდერმა.
წარმატებული თამაშის შემდეგ "კლან 13"-ს, დიდი ალბათობით, PMCO-ს ტურნირზე მიიწვევენ, რაც ასევე პირველი შემთხვევა იქნება.
ეს ბიჭები აგრძელებენ წარმატებულ სვლას და ვარჯიშს, რათა საქართველოს სახელი კიდევ უფრო შორს გაიტანონ.
"კლან 13"-ის კიდევ ერთი დიდი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე [VIDEO]