შეჯახება, რომელმაც 22 წლის მეკარის სიცოცხლე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

1931 წლის 5 სექტემბერს, "სელტიკისა" და "რეინჯერსის" მატჩის დროს, 80 000 გულშემატკივრის თვალწინ  სამწუხარო შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ტაიმში "რეინჯერსის" ფეხბურთელი სემ ინგლიში "სელტიკის" კარში გოლის გასატანად გარბოდა.

ჯონ ტომპსონი, რომელიც გლაზგოელთა კარის ხაზს იცავდა, ფეხებში ჩაუვარდა შემტევს, რათა შეეჩერებინა ის, მაგრამ სამწუხაროდ, სემის მუხლი თავში მოხვდა და მიწაზე უგონო მდგომარეობაში დაეცა. შოტლანდიელ მეკარეს თავის ქალა გაუტყდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვიქტორიას" საავადმყოფოში.

Sportall.Ge

 

ექიმმა ნორმან დევიდსონმა გადაუდებელი ოპერაცია ჩაატარა, რათა თავის ტვინის შეშუპება დაეცხრო, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით არ ჩაიარა. ტომპსონი, 22

წლის ასაკში, იმავე დღეს გარდაიცვალა.

 

Sportall.Ge

40 000 ადამიანი ესწრებოდა მის გასვენებას. მიუხედავად გასული საუკუნისა, "სელტიკის" გულშემატკივრები ახალგაზრდა ლეგენდას არ ივიწყებენ, მიდიან სალოცავად და თან მიაქვთ ყვავილები, რათა ჯონის საფლავი შეამკონ.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, უნიჭიერესმა მეკარემ ახალგაზრდა ასაკში დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ გლაზგოელი გულშემატკივრები მასზე ისტორიას თაობიდან თაობას გადასცემენ.

Sportall.Ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ სქოთებს!
BOSS
12:12 05-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული