ლადო ახალაიამ "ინტერთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
moldfootball.com-ის ცნობით, 18 წლის მოლდოველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლადო ახალაიამ მილანის "ინტერთან" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახალაია "ინტერის" ახალგაზრდულ გუნდში იანვარში გადავიდა და კვირაში ერთხელ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

"ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია. კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ შესანიშნავი გუნდის ღირსების დაცვით ძალიან გახარებული ვარ. "ინტერს" შეუძლია ჩემი კარგი მომავალი უზრუნველყოს. ჩემთვის ეს გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე თამაშის შესაძლებლობაა, ამაზე ბავშვობაში ვოცნებობდი. ასე მგონია, გავამართლებ. მთავარია ვივარჯიშო და ჩემი საქმე ვაკეთო", - განაცხადა ახალაიამ.

ის ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის ლადო ახალაიას შვილი და მოლდოვას
ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ალეკსანდრ სპირიდონის შვილიშვილია. იტალიაში გადაბარგებამდე "დაჩიასა" და "ზიმბრუში" თამაშობდა. მას მოლდოვას სხვადასხვა ასაკაბრივ ნაკრებებში უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დაგვიანებულია უკვე, დაგვიანებულიიი!!!!!!!!
სანამ კობიაშვილი გლდანის ფრონტის ხაზიდან გამაიყვანეს, მთელმა ეპოქამ გაიარა უკვე..... მაგრამ არა უშავს, ახლა პოლიტიკაც ისწავლა და წინ ვეღარავინ დაუდგება, ვერც სპილო და ვერც ზებრა..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
21 დეკემბერი 2020 17:37
1
გაინძერით ფედერაცია სანამ დროა
Io
21 დეკემბერი 2020 16:49
1
კვირაში ერთხელ ინტერის ძირითად გუნდში ვარჯიშობსო!! ჟურნალისტები მარტო კოპი ფეისტით რო ხართ დაკავებული , აქამდე ან თქვენ ან ფედერაციამ რატო არ უნდა იცოდეთ ეს ამბავი? თან ყველა ასაკობრივიი ნაკრები გამოუვლია მოლდოვის. თქვენ კიდე მარტო ზღაპრებს წერთ, გვერძე არ იყურებით, იქნებ უნდა ნაკრებში ამ ბიჭს თამაში
Vasili
21 დეკემბერი 2020 02:16
2
რა მოლდოვა ?? ახლაია მაგრად მახსოვს , გაშორებულია ალბათ და დედის მოქალაქეობა აქვს თუ რა ხდება ??
bejo
21 დეკემბერი 2020 01:45
1
გამოდის რომ მოლდოვაშიც ისევე როგორც ისრაელში დედის ეროვნებაზე ყოფილა ბავშვის ეროვნება დამოკიდებული
მამუკა
21 დეკემბერი 2020 00:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული