ლადო ახალაიამ "ინტერთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
moldfootball.com-ის ცნობით, 18 წლის მოლდოველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლადო ახალაიამ მილანის "ინტერთან" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახალაია "ინტერის" ახალგაზრდულ გუნდში იანვარში გადავიდა და კვირაში ერთხელ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

"ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია. კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ შესანიშნავი გუნდის ღირსების დაცვით ძალიან გახარებული ვარ. "ინტერს" შეუძლია ჩემი კარგი მომავალი უზრუნველყოს. ჩემთვის ეს გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე თამაშის შესაძლებლობაა, ამაზე ბავშვობაში ვოცნებობდი. ასე მგონია, გავამართლებ. მთავარია ვივარჯიშო და ჩემი საქმე ვაკეთო", - განაცხადა ახალაიამ.

ის ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის ლადო ახალაიას შვილი და მოლდოვას
ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ალეკსანდრ სპირიდონის შვილიშვილია. იტალიაში გადაბარგებამდე "დაჩიასა" და "ზიმბრუში" თამაშობდა. მას მოლდოვას სხვადასხვა ასაკაბრივ ნაკრებებში უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დაგვიანებულია უკვე, დაგვიანებულიიი!!!!!!!!
სანამ კობიაშვილი გლდანის ფრონტის ხაზიდან გამაიყვანეს, მთელმა ეპოქამ გაიარა უკვე..... მაგრამ არა უშავს, ახლა პოლიტიკაც ისწავლა და წინ ვეღარავინ დაუდგება, ვერც სპილო და ვერც ზებრა..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
17:37 21-12-2020
1
გაინძერით ფედერაცია სანამ დროა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული