რატომ სჯობს კრიშტიანო მესის - იოზილის მარტივი პასუხი

AutoSharing Option
სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასასვლელად გამზადებულმა, თუმცა ჯერ კიდევ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ფანის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც მესისა და რონალდოს შორის საუკეთესოს არჩევა სთხოვა.

"ლეო მესიმ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც ესპანეთში უთამაშია.

რონალდო კი ყოველთვის საუკეთესო იყო, ყველა ქვეყანასა და კლუბში, სადაც კი ითამაშა." - დაწერა იოზილმა.

ცნობილი ამბავია, რომ რონალდო ძალიან განაწყენდა, როცა ფლორენტინომ იოზილი "არსენალში" გაუშვა. პორტუგალიელი თვლიდა, რომ მესუთი მისი საუკეთესო მეპასე იყო და ყველაზე უკეთ ესმოდა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ისე საინტერესო იქნებოდა მესის პრემიერლიგაში თამაში
gio
13 იანვარი 2021 12:33
0
ერთი შენ ჯობიხარ და მეორე ეგ
წიკო
13 იანვარი 2021 10:42
7
Გიფიქრიათ მესის რომ Ბარსაში არ დაეწყო ᲗამაᲨი და სხვა Გუნდში ეᲗამაᲨა Თავიდან რონალდოსავიᲗ, Მაგალითად Არსენალში ანინტერᲨი მესი იქნებოდა? Ბარსაში რომ არ ᲗამაᲨობდეს არგენტინის მესი ნესვი იქნებოდა ეხლა
Mima
13 იანვარი 2021 07:03
12
ეს მხოლოდ ამ თურქის აზრია და მეტი არაფერი. რონალდოსთან მეგობრობდა და აბა მესიზე ხომარ იტყოდა რომ ის უკეთესიაო? რონალდო არის თავდამსხმელი, მესი კი ნახევარმცველიც,გამთამაშებელიც, თავდამსხმელიც და საერთოდ ყველაფერი.და კიდევ რომ იტყვის ზოგიერთი,მესის ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი გოლი როდის გაუტანიაო,იმას არც კი უნდა შეედავო,მასეთებმა ისე იცის ფეხბურთი,როგორც მე ვიოლინო.ხოო...ვინც ცოტა მაინც იცის სპორტის ეს სახეობა,ალბათ დამეთანხმება იმაში, რომ მესი საფეხბურთო ინტელექტით ბევრად მაღლა დგას ვიდრე რონალდო.
სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა.
გულშემატკივარი
13 იანვარი 2021 04:40
8
ბოლო 5 წელია მესის საერთოდ მნიშვნელოვან თამაშებში ჩემპიონთა ლიგაზე ან ნაკრებში ერთი გადამწყვეტი გატანილი გოლი მაინც თქვით რომელმაც გუნდს მოაგებინა.ყველა ლამაზი გოლი სუსტ გუნდებთან აქვს გატანილი.ეზოში მეც ლამაზი გოლები გამქონდა.ხოლო რონალდუს ნაკრებში და ჩ.ლ-ზე ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებში გააქვს.
სიმართლე
13 იანვარი 2021 00:51
19
მესისტებო ყოველთვის გაიხსენეთ რონალდუს იუვესთან გატანილი მაკრატელა რაზედაც მტრად განწყობილი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო.ასეთ სცენას უდიდესი რეჟისორები სპილბერგი და კოპოლაც კი ვერ მოიფიქრებდნენ.ეს ოსკარის ნომინაციაა..და ვის ადარებთ მფრინავ კრიშტიანოს რომელსაც 150 ბურთი თავით 3 მეტრის სიმაღლიდანა აქვს გატანილი.კაცი ტერმინატორია,ლიდერი,მებრძოლი,მსობლიური ხალხის საამაყო გმირი,მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტსმენი.სირცხვილია შანტაჟისტი ფულზე ყველაფერზე წამსვლელის მასთან შედარება.
ასეა ეს
12 იანვარი 2021 23:05
24
ძალიან ბევრ მაგალითს გეტყვი როდესაც მოწინააღმდეგის გულშემატკივარი ფეხზე წამოუდგა მესის და იშვიათად თუ ყოფილა,მე არც მახსენდება,რომ მოწინააღმდეგის გულშემატკივარი მესის უსტვენდა,აი რონალდოზე ძალიან ბევრ სტადიონს გეტყვი სადაც როგორც კი ბურთს მიიღებდა რონალდო გამაყრუებელი სტვენა ისმოდა,ეს სუფთა ადამიანური საქციელის გამო,მაგრამ რონალდო იმდენად ძლიერია მენტალურად რომ ეს გადალახა და გამოასწორა მისი ხასიათის ეს სისუსტეც. ორივე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია,უბრალოდ გააჩნია ადამიანს სუბიექტურად როგორ აწყობს,ანუ თქვენ გინდათ რომ აქედანაც იმასაქნათ და თქვენს იმას იქედანაც იმსაუქნათ,დაახლოებით ეს ამბავია.
:-)
13 იანვარი 2021 06:56
2
რონალდო ფანტასტიური ფეხბურთელია და ვინც ამას ვერ ხედავს, ფეხბურთი არ ესმის, მაგრამ მესი მას აღემატება როგორც საფეხბურთო ინტელექტით ისე ტექნიკურად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მესი ერთდროულად არის ნახევარმცველიც პლეიმეიკერი და ბომბარდირი, რონალდო მხოლოდ საჯარიმოს ფეხბურთელია ძირითადად და ბომბარდირი. ის ფაქტორი, რომ რონალდომ ბევრ ჩემპიონატში გამოიჩინა თავი არაფერს არ ნიშნავს ბევრს, რადგან ყოველ ჯერზე გრანდში გადადიოდა ერთმანეთზე ძლიერ უპრობლემო საათივით აწყობილ გუნდებში, და კიდევ საკითხავია ეს უფრო ძნელია, თუ წლების მანძილზე ულიდერო გუნდს რომელიც კარგა ხანია სერიოზული პრობლემებითაა დახუნძლული.
არტ
12 იანვარი 2021 22:59
16
შეადარეთ მესის და რონალდოს გოლები და მიხვდებით ვინაა უფრო დიდი ტალანტი და ფენომენი! ვერასოდეს ვერ გაიტანს ისეთ გოლებს რონალდუ, რადგან ამას მარტო შრომა არ შველის, ცოტა სხვა რაღაც უნდა, რაც არ ისწავლება არც ვარჯიშით და არც თავდადებით!!!
ბაიერნი
12 იანვარი 2021 20:22
34
ანუ კრიშტიანოს ნიჭი არ აქვს შრომით მიაღწია მარტო? ნანახი გაქვთ მანჩესტერის რონალდო? და განსხვავდებიან სტილით ერთმანეთისგან და ამით განსაზღვრა არ შეიძლება ალბათ.
ნეო
12 იანვარი 2021 21:46
7
მესისტებს როგორც გინდათ ისე ნუ გესმით ეს ნიშნავს რომ თუ საუკეთესო ხარ კლუბშიც ნაკრებშიც და ყველა ჩემპიონატში საუკეთესო უნდა იყო და არა მარტო ბარსელონაში სადაც მთლიან გუნდს შენზე ააწყობენ ეს ფაქტია რონალდო თბილისის დინამოშიც საუკეთესო იქნება ბარსელონაშიც და წნორის მილანშიც
გიო
12 იანვარი 2021 18:56
24
კი აბა რა, იოზლის სიზმრებში
ტიპი
12 იანვარი 2021 18:33
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული