რატომ სჯობს კრიშტიანო მესის - იოზილის მარტივი პასუხი

AutoSharing Option
სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასასვლელად გამზადებულმა, თუმცა ჯერ კიდევ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ფანის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც მესისა და რონალდოს შორის საუკეთესოს არჩევა სთხოვა.

"ლეო მესიმ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც ესპანეთში უთამაშია.

რონალდო კი ყოველთვის საუკეთესო იყო, ყველა ქვეყანასა და კლუბში, სადაც კი ითამაშა." - დაწერა იოზილმა.

ცნობილი ამბავია, რომ რონალდო ძალიან განაწყენდა, როცა ფლორენტინომ იოზილი "არსენალში" გაუშვა. პორტუგალიელი თვლიდა, რომ მესუთი მისი საუკეთესო მეპასე იყო და ყველაზე უკეთ ესმოდა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
გელა ნუგზარაშვილს ვერცერთი ვერ შეედრება
ვახ გელა რა დიადი ხარ!
12 იანვარი 2021 18:10
9
ასეთი უნიჭო შედარება ჯერ არ მომისმენია. ე.ი. თ მესის უნდა რომ თავისი უპირატესობა დაამტკიცოს უნდა მოიაროს ნახევარი ევროპა?
War
12 იანვარი 2021 17:38
26
პორტუგალიაში კი ჯობია ყველას რა გინდა მეტი
ჰუდი
12 იანვარი 2021 18:32
7
რონალდო მესისთან ვერ მოვა
გრიზლი
12 იანვარი 2021 18:30
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული