![](https://sportall.ge/pictures/image31/04e1c9f74405188a63bc67b037d09136.jpg)
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ნაკრების მწვრთნელმა ეჟი ბჟენჩეკმა პოსტი დატოვა.
ბჟენჩეკი პოლონეთის ეროვნულ გუნდს 2018 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 24 მატჩიდან 12 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 7-ჯერ დამარცხდა.
პოლონეთმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ერთა ლიგაზე А1 ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.