საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე თურქეთმა პოლონეთთან არწასაგები მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად პოლონეთთან 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები დებიუტში ლევანდოვსკის პასით სვიდერსკიმ დააწინაურა. შემდეგ ორივემ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. შესვენების მერე სტუმრები გააქტიურდნენ და მეკარე შესნიმ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. კონტრშეტევაზე ორი შანსი პოლონელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ 19 წლის ურბანსკის მეკარე გიუნოკმა არ გაატანინა. შეცვლაზე შესულმა ილმაზმა კი 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში აკტიურკოღლუს ცოტა დააკლდა გატანამდე. სამაგიეროდ, ბოლოს ზალევსკიმ გაიტანა და პოლონელებს გამარჯვება მოუპოვა.

მონტელას გუნდმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო,
წაგებას არ იმსახურებდა და "ჯვაროსნებს" ევროპირველობის პირველ ტურში, 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთთან უმძიმესი დაპირისპირება ელის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს დაცვაში პრობლემები აქვს.

ვარშავა. „ნაროდოვი“
პოლონეთი - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (12), 1:1 ილმაზი (77), 2:1 ზალევსკი (90)

მკითხველის კომენტარები / 18 /
მამა და აგენტი თუ ხვდებიან რა ზიანი მიაყენეს ხვიჩას ორი დღის სკანდალით. უჭკუობა და გაუნათლებლობა
თემურ კვარაცხელია
23:34 18-06-2024
0
საკუთარის დაგლახება და უცხოს გაფეტიშება უკვე დიაგნოზი კი არა და ამაზრზენია, საკმარისია! ვისაც ფეხბურთი ოდნავ აინტერესებს, და ჯერ კიდევ ამას იძახის, რომ ფეხბურთელები არ გვყავს, უნდა შეეშვათ ამ სპორტს. ერთი რასაც ნაღდად ვეთანხმები და ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი, საშუალოზე ბევრად დაბალი დონის მწვრთნელი გვყავს. დროა დაიჯეროთ რომ შესანიშნავი თაობა გვყავს და სლოვაკების კალცონას დონის მწვრთნელიც კი, მშვენიერ ფეხბურთს ათამაშებდა ჩვენ ნაკრებს. ეგრევე გამოჩნდა რასაც აზაროვზე ვუკიჟინებდით. შეტევითი პოტენციალს ლოჩოშვილი ვერ გაგიუმჯობესებს. გოლი როცა გჭირდება ჩაკვე გაგყავს და ალთუნიშვილი შემოგყავს, როცა შენგელია-ლობჟანიძე-კვეკვესკირი სკამზე გყავს და არაბიძე ქუთაისში. ინტენსივობა გჭირდება და კაკაბაძეს ბოლომდე ხარჯავ, გოჩოს როდისღა იყენებ. და საერთოდ აბა ექსპერიმენტების დრო აღარაო და რაღა დღეს გამოიჩინეთ ფხა: ყოფილიყვნენ შენგელია სადაც იყო და თუგინდ კვეკვე კიტეს ნაცვლად. ცენტრის ხაზს იქით დახვედრას რომ აუკრძალავ გუნდს, იქ კვარას შესაბამისად ვერ გამოიყენებ და არ გინდათ ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები ფეხბურთელების მიმართ. თუ თავი გაქვთ იქით ისროლეთ კენჭები, სადაც იქმნება ეს "ტაქტიკური შედევრები". ამ პირობებშიც ბიჭებმა მართაც თავი დადეს, იბრძოლეს ბოლომდე და მადლობა მათ ამისათვის. ყოჩაღ ბიჭებო! არსებულ ვითარებაში მართლაც მაქსიმუმი აჩვენეთ!
ამატაკი
22:50 18-06-2024
0

სიახლეები პოპულარული