ფეხბურთში ყველაფერი აირევა - ბობოლა კლუბები ფიფასთან და უეფასთან ომს იწყებენ!

AutoSharing Option
ევროპის გრანდი კლუბები თავიანთი სუპერლიგის შექმნას აპირებენ, რაც ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის დასასრულის მომასწავებელია და ბუნებრივია, თუ თავისი გაიტანეს, მათ ეროვნული ჩემპიონატებისადმი ინტერესიც დაეკარგებათ. მოკლედ, ათწლეულების მანძილზე დამყარებული მთელი საფეხბურთო სისტემა სრულად დაინგრევა.

რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ფიფა და უეფა, ვინაიდან სუპერლიგის შექმნის შემთხვევაში, უფუნქციოდ და ფინანსების გარეშე რჩებიან. ამასთან დაკავშირებით ფიფამ განცხადება გაავრცელა:

"იმ ინფორმაციის გამო, რომელიც მედიაში გავრცელდა ევროპის ზოგიერთი კლუბის მიერ დახურული საფეხბურთო ლიგის შექმნის განზრახვის თაობაზე, ფიფა და ექვსი საფეხბურთო კონფედერაცია კიდევ განმეორებით აცხადებენ, რომ
ასეთი ტურნირი არ იქნება აღიარებული ფიფასა და არც ერთი კონფედერაციის მიერ.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კლუბი და ფეხბურთელი, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს, არ იქნება დაშვებული ფიფასა და ნებისმიერი კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ შეჯიბრებაზე".

თუმცა, ეტყობა, ეს ბობოლებს არ აფრთხობთ. "ტაიმსი" ამტკიცებს, რომ სუპერლიგის შექმნა არათუ გადაწყვეტილია, არამედ ამისათვის ყველაფერი უკვე დაგეგმილია. კერძოდ: ტურნირის ორგანიზატორებს 18-გვერდიანი დოკუმენტი აქვთ შექმნილი, რომლის მიხედვით, სუპერლიგაში 15 გუნდი მუდმივი სტატუსის მქონე იქნება, ხოლო კიდევ 5 საკვალიფიკაციო ტურნირიდან შეირჩევა.

6 გარანტირებული ადგილი პრემიერლიგას ექნება, აგრეთვე - "რეალს", "მილანსა" და სხვებს. თითოეული მათგანი სუპერლიგაში შესვლისთანავე ავტომატურად 350 მილიონ ევროს მიიღებს.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან და სეზონში 18-23 მატჩს ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთელები გადაიწვებიან ვინ გაუძლებს ყველა ტურში ტოპ გუნდები შეხვდებიან და ფეხბურთელების კლასიც დაეცემა.უფრო გამდიდრდებიან და იმაზე მეტად დაიკიდებენ ახლა რომ კიდიათ.
ამაშია საქმე
20:59 22-01-2021
0
ფეხბურთელები გადაიწვებიან ვინ გაუძლებს ყველა ტურში ტოპ გუნდები შეხვდებიან და ფეხბურთელების კლასიც დაეცემა.უფრო გამდიდრდებიან და იმაზე მეტად დაიკიდებენ ახლა რომ კიდიათ.
ამაშია საქმე
20:50 22-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული