"ამიტომაც, არ მომწონს იდეა..." - შოთა არველაძე სუპერ ლიგის დამტკიცებას ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ თემამ აქტუალობა საკმაოდ მალე დაკარგა, რადგანაც გაერთიანება, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ეს სამომავლოდ მსგავსი იდეის არსებობას მაინც არ გამორიცხავს. შოთას პოსტს კი უცვლელად გთავაზობთ:

Sportall.Ge

"როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს".


altსუპერლიგის კრახის შედეგი -

მაკგრეგორი "მანჩესტერის" შეძენას გეგმავს


მკითხველის კომენტარები / 2 /
მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ბატონი შოთას მიმართ(მისი სპორტული წარსულისა და დღევანდელი უბრალოდ ადამიანობიდან გამომდინარე) ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები.ფეხბურთი უკვე წლებია იტკეპნება ერთ ადგილზე,აკლია მიმზიდველობა და წინსვლა.მდიდარი კლუბები( მათი სიმდიდრე გამომდინარეობს არა შედეგებიდა,არამედ სპონსორებისგან და უზარმაზარ კრედიტებთან მიღწევადობისაგან) ისევ და ისევ ერთმანეთში არკვევენ თუ ვისი რიგია ჩემპიონთა ლიგაში გამატჯვება.ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებმა დაკარგეს ყოველგვარი მიმზიდველობა რადგან ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებები ფინელურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია მხოლოდ ტურნირების გაწელვა და არავითარ შემთხვევაში თამაშის კლასის მომატება თუ მიმზიდველობა.ალბათ მალე შერჩევითი ეტაპების გარეშეც დაუშვებენ ყველა გუნდს.
საერთოდ თუ ფეხბურთი გახდა პროფესიონალთა შეჯიბრი,მაშინ მისი მენეჯმენტიც უნდა იყოს პროფესიონალური.მესმის რომ ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა,მთლად მკაფიოდ არ ესმით თუ რამდენად მიმზიდველი და მომგებიანია ე.წ. უმაღლესი ლიგის შექმნა რომელიც გააერთიანებს მართლაც ძლიერ და კარგ კლუბებს.მაგალითი: კალთბურთიმჰოკეი თუ ბეისბოლი.იგივე რაგბი-რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს და ვგულშემატკივრობდეთ ბორჯღალოსნებს,რეალურად ხომ ვიცით რომ დიდ და ნამდვილ ნაკრებებთან საკმაოდ დაშორებულნი ვართ.
რაც შეეხება უმრავლესობას(ვინც წინააღმდეგია სუპერლიგის შექმნისა) ეს მხოლოდ საკუთარ ფინანსებთან არის დაკავშირებული,რადგან იმ კლუბებში,რომლებიც არ იქნებიან სუპერლიგაში,დაფინანსება შემცირდება.
ჟორიკა
13:24 22-04-2021
1
მართალია
გიო
11:26 21-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული