საქართველოს ნაკრების პოტენციურმა კანდიდატმა, 20 წლის გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის მეორე ლიგაში ისევ გამოიჩინა თავი.
"სერენმა" 21-ე ტურში გასვლაზე "ლიერსი" მიქაუტაძის მიერ 32-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 დაამარცხა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგიმ ჩემპიონატზე ჩატარებულ 17 მატჩში 17 გოლი გაიტანა (2 თერთმეტმეტრიანით) და ტურნირზე ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "უნიონის" თავდამსხმელ დანტე ვანზეირს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 18 გოლია.
"სერენი" კი 35 ქულით მეორე ადგილზეა და 3 მარტს სტუმრად "მოლენბეკს" შეხვდება.
მე პირადად ძალიან მინდა რომ ამ ბიჭებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. ზოგიერთები წერენ რომ ბელგის მე 2 ლიგა დაბალი დონეა სრულიად ვეთახმები ამ მოსაზრებას, ნამდვილად არ არის სასურველი ჩემპიონატი, მაგრამ მიქაუტაძე არ არის სერენის ფეხბურთელი მეცის საკუთრება მეცმა განათხოვრაა ამ კლუბში რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა და პარალელურად აკვირდებიან და ჯერ ჯერობით მშვენივრად გამოიყურება სერენში.
სხვათაშორის ვინც იწუნებს ბელგის მე 2 ლიგას ბელგის მე 2 ლიგაში იყო ბუღრიძე მაგრამ ფაქტიურად არ უწევდა თამაში არაფერი გამოუვიდა ბელგიაში ამ ფეხბურთელს რომელიც გამორჩეული იყო საქართველოს ჩემპიონატში.
მიქაუტაძეს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი შემთხვევით 17 გოლი არ გაქვთ ფეხბურთელებს და ჯერ 20 წლისა წარმატებეი მას და დიდი იმედი მაქვს მალე ვიხილავ ნაკრებში.
ჩემი აზრით ზოგადად ნებისმიერ ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი უნდა გამოიძახო ნაკრებში რომელიც 17 გოლს გაინტანს როცა საქართველოს ნაკრები ხარ! დასაკარგი ფეხბურთელები ჩვენ არ გვყავს.