33 წლის არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი აშშ-ში გადაბარგების შემდეგ საფეხბურთო რადარებიდან გაქრა და შესაძლოა, კიდევ კარგა ხანი მასზე არაფერი საინტერესო არ გაგვეგო, რომ არა იმიჯის მკვეთრად შეცვლა.
"პიპიტამ" სწრაფად დაიწყო გამელოტება, თავი გადაიპარსა, წვერი კი დაიტოვა და აი, ასე გამოიყურება.
ევროპაში გატარებული 13 წლის შემდეგ ის "ინტერ მაიამიში" ჩაირიცხა და 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა.