მესი და რონალდო ერთად? ბექჰემს ლეგენდები საკუთარ კლუბში სურს

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემმა მაიამის “ინტერის” ყიდვის შემდეგ გუნდის გაძლიერება სერიოზულად დაიწყო.

მას შემდეგ, რაც ლეგენდამ საკუთარ კლუბში გონსალო იგუაინი და ბლეიზ მატუიდი დაიმატა, საქმეში კიდევ უფრო დიდი მასშტაბით ჩაერთო. 

“მე უკვე გითხარით, რომ ჩვენი აკადემია ჩვენი კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. მათ ჩვენთვის კარგი ფეხბურთელების აღზრდა შეუძლიათ, თუმცა კარგად ვიცით, რომ მაიამის “ინტერის” გულშემატკივრებს მოედანზე მეგავარსკვლავების ხილვა სურთ.

ჩვენ გონსალო იგუაინი და ბლეიზ მატუიდი გვყავს. ჩვენ ძალიან გავძლიერდით, თუმცა წარმატებისთვის მეტი ვარსკვლავია საჭირო.

რაც შეეხება მესისა და რონალდოს, ჩვენ მათი დამატება ყოველთვის
გვენდომება. მათი მსგავსი ფეხბურთელების დამატებით მაიამის “ინტერი” დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. ჩვენ მათ აქ ჩამოყვანას ვცდილობთ” - განაცხადა ბექჰემმა.

მომზადებულია  Marca-ს მიხედვით

altბექჰემმა საკუთარ კლუბში მეგობარს უხმო, მარსელო MLS-ში?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული