რონალდო საკუთარ ქვეყანაში გააკრიტიკეს... "შენ არ შეიძლება ეს გააკეთო..."

AutoSharing Option
პორტუგალიისა და სერბეთის შეხვედრის 94-ე წუთზე კრიშტიანო რონალდოს დარტყმულმა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, რამაც ლეგენდის გაღიზიანება გამოიწვია, საბოლოოდ კი მატჩი 2:2 დასრულდა.

ამ სამწუხარო მომენტის შემდეგ რონალდო მსაჯს მივარდა და ჩხუბი დაუწყო, შემდეგ კი გამწარებულმა კაპიტნის სამკლაური მოიხსნა და მოისროლა.

კრიშტიანო პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო მეირამ სამკლავურის გადაგდების გამო გააკრიტიკა.
"ეს აშკარა გოლი გახლდათ, თუმცა რონალდოს კაპიტნის სამკლავური არ უნდა გადაეგდო. შენ არ შეიძლება ეს გააკეთო, რადგან ამ მომენტში თამაში მიმდინარეობდა, გუნდი
კი "ლიდერის" გარეშე დარჩა. მინდა აღვნიშნო, რომ რონის რეაქცია ბუნებრივია, თუმცა შემდეგი ქმედება კი - გაუმართლებელი", - განაცხადა მეირამ.
ამ ფაქტზე რონალდომ საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდზე მცირედი კომენტარი გააკეთა:

"იყო პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პრივილეგიაა. მე ჩემს ნაკრებს ყველაფერს ვაძლევ და რა თქმა უნდა, ეს არასდროს შეიცვლება.

თუმცა არსებობს რთული მომენტები, როდესაც ყველა ფეთქდება. დროა, თავი ხელში ავიყვანოთ და შემდეგი გამოწვევისთვის მოვემზადოთ. წინ, პორტუგალია" - წერს რონალდო.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი არ ვცდები.რონალდომ,სამკლავური თამაშის დამთავრების შემდეგ,მოედანს რომ ტოვებდა,მაშინ მოიგლიჯა და მსაჯებს,ხელი აღარ ჩამოართვა.მსაჯებმა, ჯიბგირებივით,ჯიბიდან გოლი და ორი ქულა ამოაცალეს,კაპიტანს,რომელსაც მათთან ლაპარაკის უფლება ჰქონდა,გაფრთხილება მისცეს და რაღა ფასი ჰქონია,კაპიტნის სამკლაურს?ძველ დროში,რაიმე უსამართლობის მსხვერპლი კაცი,ქუდს,რომელიც ნამუსის სიმბოლოდ ითვლებოდა ,მოიხდიდა და მიწაზე დაახეთქებდა ხოლმე.რონალდოც ზუსტად ასე მოიქცა და მაგაზე მეტად,მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა,ვერც წარმომიდგენია,რა შეიძლება ყოფილიყო.სხვა მის ადგილზე,კარგად შეამკობდა მსაჯებს,დედის საფერებელი სიტყვებით
სოსო
13:33 29-03-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული