ულტიმატუმი - თუ პერესი არ გადადგება, "რეალს" ევროტურნირებიდან მოჰკვეთენ

AutoSharing Option
ფაქტობრივად, უეფას დაქვემდებარებიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი ტურნირის ჩატარების მცდელობა შეიძლება ზოგიერთ კლუბს ძვირად დაუჯდეს. უეფა და ფიფა სეპარატისტების მკაცრად დასჯას აპირებენ.

Telegraph Sport-ი იტყობინება, რომ თუ ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტის პოსტიდან არ გადადგება, მადრიდულ გუნდს შეიძლება ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება აუკრძალონ.

შეგახსენებთ, გუშინ პერესი ევროპის სუპერლიგის ხელმძღვანელად დანიშნეს.

თავად პერესი კი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ კანონი და საღი აზრი იცავს, სუპერლიგას საფრთხე არ ემუქრება და პსჟ და "ბაიერნიც" მათ ტურნირს შეუერთდებიან.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი
გადადგა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
არა და არ მოისვენა რაც ამან და მისმა რეალმა იკადრეს ამ 20წლის განმავლობაში უარესის ღირსებიც არიან ...ჩხრიკა და ჩხრიკა სანამ არ გამჩხრიკა ....მაგრამ არ მგონია უეფა ბოლომდის მიაწვეს და მართლაც გადადგეს ...1კვირის წინ არის “არჩეული”...!!!
აი მოხუცო
21 აპრილი 2021 07:01
14
მართლა გგონიათ რომ ფიფას და უეფას ფეხბურთის გადარჩენის მიზანი ამოძრავებს? მაგათზე უფრო კორუმპირებული ვინ არის? შემოსავლის დაკარგვის ეშინიათ და ახლა გამოვიდნენ მამა აბრამის ბატკნები - ფეხბურთი გადავარჩინოთო :):):)

კიდე ერთიც, თუ რეალი კორუფციით და ჩაწყობით იგებდა ჩემპიონთა ლიგას ვისთან აწყობდა კიმარა და ვის უხდიდა ფულს? ისევდაისევ უეფა ხომ არ იღებდა ფულს ყველაფერ ამაში? ანუ კორუმპირებული პერესი არ გინდათ და კორუმპირებული უეფა გინდათ?
sormona
21 აპრილი 2021 10:04
9
peresi rom yidulobda ligas eg marto realis 13 wlis gulshematkivrebs ar sjerat... fifa da uefa rom korumpirebulia egec yvelam icis. ubralod sazgvrebi yvelafers aqvs. ra superliga amaze didi sisulele jer aravis moufiqrebia. imedia am gaidzverebma sxva rame ar chaifiqres...
sormona-s
21 აპრილი 2021 10:54
7
არაა აუცილებელი უეფაAი ჩააწყო,თანაც ასტრონომიული თანხა დაჯდება,როცა აგერ მსაჯი და იმის მეასედი რაც მაღლა უნდა მისცე
Chiburashka
21 აპრილი 2021 10:37
6
ბაბუკა ფლორენს, დაერხაააა! თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო, ისეა ამის საქმე.
!!!!
21 აპრილი 2021 12:30
4
ჩაწყობები უეფალონაში იკითხეთ...
Nitro
21 აპრილი 2021 13:24
3
ის რისის გაკეთებაც უეფას უნდა პერესმა დაასწრო ხალხო და ამიტომ ატყდა ეს ამბავი, არ გვინდა ალტერნატიული ტურნირი და ჩემპიონთა ლიგა გვირჩევნია ეუფას ორგანიზებითო რო იძახით და უეფას უჭერთ მხარს იცით რა მაინტერესბეს? -ახლანდელი ტურნირი მართლა ჩემპიონთა ლიგაა??? ინგლისის და ესპანეთის მეოთხეადგილოსნები თამაშობენ ტურნირზე და სადაური ჩემპიონთა ლიგაა ეს?

უეფა ნაბიჯნაბიჯ მიდის იმ ტურნირისკენ რასაც პერესი აპირებს გააკეთოს, უბრალოდ დაასწრო და ამიტომაა უეფა ასეთ ამბავში :):):)

ჯობია ისევ კლუბებმა დააარსონ ეს ტურნირი, მათ ისარგებლონ ფინანსურადაც და უფრო განვითარდნენ ვიდრე უეფან ჩაიდოს ასტრონომიული თანხები ჯიბეში
sormona
21 აპრილი 2021 12:28
8
მოშორდეს
las
21 აპრილი 2021 11:14
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული