2019/20 წლების სეზონში უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის ხელფასი 25%-ით გაიზარდა და ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის სათავეში მყოფი სლოვენიელი ფუნქციონერი ხელფასის სახით 2,19 მილიონ ევროს იღებს.
ეს წინა სეზონთან შედარებით 450 000 ევროთი მეტი იყო. უეფას გენერალურმა მდივანმა ტეოდორ ტეოდორიდისმა 1,23 მილიონი ევრო მიიღო, წინა წელთან შედარებით 164 000 ევროთი მეტი, თუმცა, საერთო ჯამში, იმაზე ნაკლები შეხვდა, ვიდრე 2018/19 წლებში, რადგან 320 000 ევრო ბონუსის სახით უნდა მიეღო, თუმცა პანდემიის გამო ეს თანხები არ გაიცა, - წერს Calcio Finanza.
ცოტა ხნის
წინ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უეფა ხელფასების გაცემის კუთხით გააკრიტიკა.
"ვიცი, რამდენს გამოიმუშავებს ლებრონ ჯეიმსი, რადგან ეს საჯაროა. თუმცა, არ ვიცი, რამხელა ხელფასი აქვს უეფას პრეზიდენტს, მე კი გამჭვირვალობის მწამს. მადრიდში, ჩემს კომპანიაშიც კი შევამცირეთ ხელფასები. არა მგონია, იგივე უეფასა და ლა ლიგის ადმინისტრაციაში გაეკეთებინათ.
რატომ? ჩემი ხელფასი ღია და საჯაროა. და მე არც კი ვიცი, უეფაში რა ფულს იღებენ. მიყვარს ფეხბურთი და მადრიდის "რეალი". ძალიან მწყდება გული იმაზე, რაც ახლა ხდება", - განაცხადა დონ ფლორენტინომ სუპერლიგისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
სუპერლიგა შექმნილი არ იყო, რომ შეჩერდა. 2024 წლიდან კი უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის სრულ ცვლილებას გეგმავს.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით