ხვიჩას "რუბინის" საოცარი ქამბექი და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში "რუბინმა", რომელსაც კვლავ ვერ დაეხმარა ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია, ტულაში "არსენალი" 4:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ მსაჯმა ტულელთა ნახევარმცველი ტკაჩევი გააძევა, რის შემდეგაც ყაზანურმა გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

"მეთოფეთა" რიგებში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ.

"რუბინი"52 ქულით მეოთხე ადგილზეა, 16 მაისს, ბოლო ტურში "როტორს"უმასპინძლებს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუბინს ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსი არა აქვს იმიტომ რომ ლოკომოტივს ბოლო თამაში სახლში აქვთ ურალთან და გადაუვლიან და სპარტაკს კი ორი თამაში აქვს ჩასატარებელი და ერთს მაინც მოიგებს და მეოთხე ან მინიმუმ მეხუთე ადგილი კი განაღდებული აქვს რუბინს და ითამაშებს ეცროთასებზე ან კონფერენც ლიგაში (მე4 ადგილი) ან ევროპის ლიგაში (მე 5 ადგილი)
ზურა222
00:19 09-05-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული