სლუცკი მშობლიურ ქალაქში "ბომბონერას" სტადიონს აშენებს

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობი "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მშობლიურ ვოლგოგრადში სტადიონს აშენებს, რომელსაც "ბომბონერა" ეწოდება.

ბუენოს-აირესის "ბომბონერას" არენაზე როგორც იცით "ბოკა ხუნიორსი" თამაშობს და რამ გამოიწვია ამავე დასახელების ნაგებობის აგება ვოლგის პირას, თავად სლუცკიმ განმარტა. მისი თქმით, რუსეთში და კერძოდ ვოლგოგრადში ბავშვთა გუნდებს და მათ სპორტულ კომპლექსებს უცნაურ სახელებს არქმევენ - "ნეფტიანიკი", "ელეკტრონიკი", "ტრაკტორი", "პიშევიკი" და ა.შ. "ბომბონერა" კი მათთან შედარებით მართლაც ორიგინალური იქნება.

სტადიონს ექნება ადმინისტრაციული შენობა, გადახურული მანეჟი და სრულად იქნება კეთილმოწყობილი.

და რაც მთავარია - სლუცკი სტადიონს
საკუთარი სახსრებით აშენებს და იქ ბავშვები უფასოდ ივრჯიშებენ. მომავალი ფეხბურთელები ძალიან გახარებულები არიან და საჩუქრისთვის ბიძია ლიონიას მადლობას უხდიან. დღეს სლუცკი თავად ეწვია მშენებარე არენას და ფეხბურთიც ითამაშა.

ვერაფერს იტყვი, მისაბაძი მაგალითია.