
ლეონიდ სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელი გახდა - კლუბმა მას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მოკლევადიანი ხელშეკრულებები ჩინეთში გავრცელებული პრაქტიკაა.
გუნდში, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა, სლუცკი მუშაობას 1-ელი იანვრიდან შეუდგება.
ის ადრე საზღვარგარეთ "ჰალისა" და "ვიტესის" თავკაცი იყო, ბოლოს კი "რუბინში" მუშაობდა, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დატოვა.