"მატჩის წინ მუხლის მოდრეკა არ მესიმპათიურება" - ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

AutoSharing Option
ბუდაპეშტში უნგრეთისა და ირლანდიის ამხანაგური მატჩის (0:0) წინ მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა მუხლი მოიდრიკეს, რის გამო მასპინძელთა გულშემატკივრებმა უსტვინეს. ამაზე კომენტარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

"მუხლმოდრეკა მე საერთოდ არ მესიმპათიურება. ამის ადგილი სტადიონებზე არაა. სპორტი სულ სხვა რამაა. ამ ჟესტის არსი კულტურული განსაკუთრებულობით განისაზღვრება, ჩვენ ამას სულ სხვაგვარად აღვიქვამთ.

უნგრელები მუხლს სამ შემთხვევაში მოიდრეკენ: ღმერთის, სამშობლოსა და შეყვარებულის წინაშე, როდესაც ხელს სთხოვენ.

ეს იმ ქვეყნებში გამოიგონეს, სადაც მონობა იყო, ჩვენთან კი ასეთი რამ არასოდეს ყოფილა.
ამიტომ ამას მნიშვნელოვნად არ ვთვლით. ნუ ახდენთ მასპინძლის პროვოცირებას, როდესაც მასთან სტუმრად იმყოფებით", - ციტირებს ორბანს HVG.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აქეთ დაგვიჩოქონ ლიბერასტებმა!
ნინი
11 ივნისი 2021 13:51
1
საინტერესოა, საქართველოს ნაკრები თუ მოიდრიკავს მუხლს ამ "რაღაცა" მოძრაობის მხარდასაჭერად? ჩემი აზრით მოიდრიკავენ. თქვენი აზრით?
გია
11 ივნისი 2021 13:57
4
სადაც ის ვაჟბატონი გამოვიდა, ამათი სამკლავურით თბილისში, ალბათ დაიჩოქებენ.
???
11 ივნისი 2021 15:24
0
ვინც მონაა, ყველას და ყველაფერს დუჩოქავენ და ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, მტკიცედ არა!
ქართველი1
11 ივნისი 2021 15:21
0
შეჯვარებულის წინაშე მუხლის ნოდრეკა რაღა კაცობაა? აბა თქვენა გყოლიათ აი. სამშობლო მესმის, მაგრამ დედაკაცის წინ პორთხიალი როდიდან შემოვიდა მოდაში?)))
ჯოყოლა
11 ივნისი 2021 14:58
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული