"საქართველოც იმავეს იზამს... " - რუსი კომენტატორი უკრაინის სკანდალს ეხმაურება

AutoSharing Option
ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ახალ ფორმაზე გახმაურებულ სკანდალს გამოეხმაურა. ანდრონოვის თქმით, რუსები ამ ფაქტით არ უნდა დაინტერესებულიყვნენ, საკუთარ აზრს კი Telegram-ის არხზე აქვეყნებს:

"დიახ, უკრაინა საკუთარ რუკას ყირიმთან ერთად ხატავდა, დახატავს და მომავალშიც ასე იქნება. საქართველოც იმავეს იზამს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

Sportall.Ge

დიახ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი სსრკ-ს ოკუპანტად თვლიან; დიახ, ეს არის. აქვს ვინმეს რაიმე პრობლემა? ესაა მხოლოდ, რაც თქვენ გაინტერესებთ?

რუსეთი ხომ საკუთარ მაისურზე ალასკის გამოსახვას აპირებდა? ეს ხომ კოლექტიური
სიგიჟეა?" - წერს ალექსეი.

საკუთარი აზრი დააფიქსირა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმაც:

"ამას ვერ ვხვდები. რატომ გახდა უკრაინის ფორმა ამხელა სკანდალის მიზეზი? შეხედეთ ქვეყნებს, რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს, რომ ყირიმი რუსებს ეკუთვნოდათ? ევროპის ჩემპიონატზე არცერთი არ მონაწილეობს".

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გასაჩივრების შემდეგ უეფამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ევრო 2020-ის ოფიციალური ფორმიდან ერთ-ერთი ფრაზის ამოღება მოსთხოვა.

დევიზი "დიდება უკრაინას" მაისურზე დარჩება, რადგან ის არაპოლიტიკურად იქნა შეფასებული. რაც შეეხება მეორე ფრაზას - "დიდება გმირებს", უეფამ უკრაინელებს მისი ამოღება მოსთხოვა, რადგან პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს.

იქამდე უეფამ უკრაინის გუნდს მთლიანი ფრაზის წაშლა მოსთხოვა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს მართავს, რათა "დიდება გმირებს" ასევე დარჩეს მაისურებზე...

მომზადებულია ekhokavkaza-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
სრულიად ვეთანხმები.
თავადი
12 ივნისი 2021 01:28
0
სტატია წაიკითხა ვინმემ? რა შუაშია მიშა თუ გრიშა,რა შუაშია "სამხრეთ ოსეთი" თუ სამაჩაბლო? რა მოხდა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ვინმემ ფორმა დაუწუნა? ჩვენ ფეხბურთელებს გინდა ფორმა სამაჩაბლოს კონტურით ჰქონდეთ,გინდა ტრინიდადის კუნძულების გამოხატულებით- მაინც არაფერი ეშველებათ
ჟორა
11 ივნისი 2021 22:17
14
ამათ რა მოვთხოვოთ როცა ჩვენვე სწორედ ამ ტერმინს (სამხრეთ ოსეთი)ვიყენებთ ძალიან ხშირად,პოლიტიკოსი,ანალიტიკოსი თუ უბრალოდ ჩაუხედავი მოქალაქე...ეს ტერმინი თავის დროზე გაუქმდა და "გმირმა" მიჰამ აღადგინა,თან ავტონომიური საზღვრებიც დაუკანონა ისე როგორც სსრკ-ს დროს იყო.ჩამოყალიბდა ბუტაფორიული სანაკოევის მთავრობა-ასევე ბუტაფორიული კოკოითის საპირწონედ.ხოდა აი,ისევ ჩვენივე ბედოვლათობა გამოიყენა ოსმა და რუსმა მშვენიერ პლაცდარმად და თავისი სივერაგის და იქ ჩადენილი მხეცობის გამამართლებლად...ჩვენთვის,სამშობლოს მოყვარულთათვის ის მხარე შიდა ქართლია,სამაჩაბლოა,საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არა თითიდან გამოწოვილი ს.ოსეთი
ალექსი
11 ივნისი 2021 18:35
5
ამას დაუმატე ის რომ მიჰამ ომამდე რამოდენიმე თვით ადრე კოდორის ხეობას სახელი გადაარქვა და ოფიციალურად ზემო აფხაზეთი დაარქვა და აგვისტოში უბრძოლველად ჩაბარდა სამწუხაროდ. სადაც უშუალოდ მეთაურობისაგან გაიცა ბრძანდება იარაღის დაყრის და გამოსვლის შესახებ.ხოლო მეთაურობას ვინც დაავალა,მემგონი ნათელია,სამწუხაროდ.
საქართველო
11 ივნისი 2021 22:38
2
ისე თუ გახსოვთ 90-იანებში, თუ არ ვცდები ზდიადის დროს, ერთი პერიოდი რუსული მასმედიაც კი აღარ ამბობდა ,,სმხრეთ ოსეთს", აცხადებდნენ ხოლმე როგორც საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილს. რამდენი შანსი გავუშვით ხელიდან ჩვენივე უთავობით და ბღენძიაობით, ერთმანეთის ვერ ატანა ვერ გატანით!
bs
11 ივნისი 2021 18:24
3
ისე აქაური პოლიტიკანები, რომლებიც რო მოკლა, არ იტყვიან სამაჩაბლოს, მაგათვის ყოველთვის იყო და არის, სამხ. ოსეთი. შევარცხვინე ისეთი ქართველი, ვინც ამ ტერმინს ხმარობს. ვენაცვალე ისეთ ქართველს, ვისთვინაც ყოველთვის იყო და არის სამაჩაბლო!
goreli
11 ივნისი 2021 17:32
3
რა თქმა უნდა სამაჩაბლო !!!
ქობულეთიდან
11 ივნისი 2021 16:28
2
ფუ როგორ მეზიზღება ტერმინი "სამხრეთ ოსეთი". ზვიადიმ გააუქმა ეს სიმახინჯე და გადარეულმა შიზოიდმა სააკოვმა აღადგინა. ჩემთვის ყოველთვის იქნება სამაჩაბლო!
ლაშა
11 ივნისი 2021 15:27
5
ლევან, შენ იცი რა ტიპი იქნები, ყველა წინადადებაში, გამადიდებელი შუშით, რომ ეძებენ "შეცდომებს".
ლევანას
12 ივნისი 2021 14:34
0
"ზვიადიმ" კი არა ზვიადმა!
levan
11 ივნისი 2021 17:01
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული