29 ივნისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 29 ივნისის სატრანსფერო სიახლეებს:

"ინტერი" აპირებს აჩრაფ ჰაკიმი "პარი სენ-ჟერმენში" გაასხვისოს. Sky Sport Italia-ს თანახმად, "ნერაძურიმ" შესაძლოა, "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი "არსენალის" მარჯვენა მცველ ჰექტორ ბელერინით შეცვალოს.

"ლევანტემ" "გრანადასთან" რობერტო სოლდადოს საკითხზე მოლაპარაკებები დაასრულა. 36 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 2023  წლამდე დარჩება.

"ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელ მელაირო ბოგარდეს პრემიერლიგის სხვადასხვა კლუბი, ასევე, "აიაქსი" და " ბარსელონა" აკვირდებიან. კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება, მაგრამ ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ ახალგაზრდა გერმანულ კლუბთან ხელშეკრულებას  გააგრძელებს.

"ბარსელონა" და "ლიდსი" კატალონიელთა მარცხენა მცველ ფილიპ ფირპოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელ მარსელო
ბიელსას სურს, რომ გარიგება შედგეს.

ავსტრიის ნაკრებში ევრო-2020-ზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, როგორც ჩანს, მარკო  არნაუტოვიჩი ევროპაში დაბრუნდება და "შანხაიდან" სერია A-ს "ბოლონიაში" გადაინაცვლებს.

ბილი გილმური, როგორც ჩანს, "ჩელსიდან" პრემიერლიგაში ახლახან აღზევებულ "ნორვიჩ სიტიში" ერთწლიანი იჯარით გადავა.

მადრიდის "რეალის" დატოვება, შესაძლოა, რაფაელ ვარანს მოუწიოს, მის შემცვლელად კი  კლუბი "ლესტერ სიტის" ცენტრალურ მცველ ვესლი ფოფანას განიხილავს.

"ლესტერის" ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი "არსენალის" ინტერესთა სფეროში მოექცა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდება. ლონდონელები მარტინ ოდეგორის შემცვლელს ეძებენ, რომელსაც მადრიდის "რეალში" მოუწევს დაბრუნება.

ნიკოლო შირას თქმით, "იუვენტუსი" ამ კვირაში "სასუოლოს" ხელმძღვანელობას მანუელ ლოკატელის საკითხზე შეხვდება. ტურინელებს ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს ესპანელ მეკარეებთან პრობლემები აქვს. იკერ კასილასისა და დავიდ დე ხეას შემდეგ მან "რომას" კიპერი პაუ ლოპესი აითვალწუნა. პორტუგალიელ მწვრთნელს არ აქვს ნდობა ესპანიოლის ყოფილი მეკარის მიმართ და აქტიურად ცდილობს მის შეცვლას.

"მანჩესტერ იუნაიტედს" მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელის, მარკოს ლორენტეს ყიდვა სურს. "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას სცადა, თუმცა უშედეგოდ, ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს კი იმედი აქვს, ლორენტეს დამატებას ზაფხულში აუცილებლად შეძლებენ.

"მილანს" მადრიდის "რეალის" საკუთრებაში მყოფ ლუკა იოვიჩის დამატება სურს. "ბლანკოსი" იოვიჩს აშკარად ვერ იყენებს. შეგახსენებთ, გასული სეზონი ფეხბურთელმა "აინტრახტში" გაატარა. პაოლო მალდინი და "როსონერი" სერბი ფორვარდის დამატებისთვის, სავარაუდოდ, ყველაფერს გააკეთებენ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt26 ივნისის სატრანსფერო სიახლეები




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული