სლუცკის რუსეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნას უპირებენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წარუმატებლობამ რუსეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მეტადრე მას შემდეგ, რაც უკრაინა მეოთხედფინალში გავიდა. განსაკუთრებით მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს აკრიტიკებენ. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ვასილი უტკინი წერს, რომ უკრაინელთა მიერ შვედების დამარცხების შედეგად ჩერჩესოვის აქციები მკვეთრად დაეცა და მისი 2.5-მილიონევროიანი კონტრაქტის ფასი ახლა 25 ევროცენტია.

Бизнес Online-ის ცნობით, ჩერჩესოვს გადააყენებენ და მის პოსტს "რუბინის" თავკაცს, ლეონიდ სლუცკის შესთავაზებენ, რომელიც ეროვნულ გუნდს 2015-16 წლებში ედგა სათავეში. თუმცა, საკითხავია, აწყობს კი მას ყაზანური გუნდის დატოვება და უპერსპექტივო ნაკრების ჩაბარება?!