ვინ მოიგებს 2021 წლის "ოქროს ბურთს"? [PHOTO]

AutoSharing Option
ბოლო წლების განმავლობაში 2021 წლის "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა ყველაზე გამორჩეული და საინტერესო გახლავთ.

2020 წლის ჯილდო პანდემიის გამო გაუქმდა. აზრები, რა თქმა უნდა, იყოფა, შეძლებს მესი კოპა ამერიკის მოგების შემთხვევაში მე-7 ჯილდოს მიღებას?

როგორც წესი, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლას სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს. მოიგო თუ არა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა, არ ნიშნავს იმას, რომ ის ამ სანუკვარ ტიტულს იმსახურებს.

ფეხბურთის გულშემატკივრები 11 ივლისს განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან ამ დღეს კოპა ამერიკისა და ევრო 2020-ის ფინალური შეხვედრები გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგისა და (პოტენციურად) ევრო 2020/კოპა ამერიკის
გამარჯვებული

ჟორჟინიო (იტალია/"ჩელსი")

ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ შესრულებული გადამწყვეტი პენალტით ჟორჟინიო და  "აძური" ფინალში გავიდნენ. "არისტოკრატების" ნახევარმცველმა შესაძლოა სრულიად დამსახურებულად მოიგოს ეს სანუკვარი ჯილდო.

ჟორჟინიო, შესაძლოა, ფაბიო კანავაროს (2006) შემდეგ, პირველი იტალიელი ფეხბურთელი გახდეს, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო, ლეგენდარულ მცველამდე კი ეს ტიტული რობერტო ბაჯომ (1993) დასაკუთრა.

მეისონ მაუნტი (ინგლისი/"ჩელსი")

Sportall.Ge

ალბათ, ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი მეისონ მაუნტისნაირ კარიერის აღზევებას ინატრებდა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ პრემიერლიგაშიც კი არ უთამაშია, ის "ჩელსის" რიგებში "დერბიდან" იჯარის ვადის გასვლის გამო ბრუნდებოდა.

და მოულოდნელად, ახალგაზრდა მაუნტი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ევრო 2020-ის ტიტულამდე კი ერთი შეხვედრის მოგებაღა აკლია.

ტიაგო სილვა (ბრაზილია/"ჩელსი")

თუ მაუნტი კარიერას ახლა იწყებს, სილვა პირიქით, დასასრულისკენ მიდის. "ჩელსისა" და "სელესაოს" მცველი სექტემბერში 37 წლის გახდება. ალბათ, ის ვერც ვერასდროს იფიქრებდა, რომ შესაძლოა კარიერის ბოლოს მსგავსი წარმატებისთვის მიეღწია.

თუ ბრაზილია კოპა ამერიკის ფინალს მოიგებს, საკმაოდ დიდი შანსია, ტიაგომ "ოქროს ბურთი" მოიგოს და თავისი დიდებული კარიერა ფანტასტიკურად დაასრულოს.

ლაუტარო მარტინესი (არგენტინა/"ინტერი")

ლაუტარომ და "ინტერმა", როგორც იქნა, სერია A-ში "იუვენტუსის" ჰეგემონია დაამხეს, "ნერაძურიმ" 2010 წლის შემდეგ სკუდეტო პირველად მოიგო. თუ ლაუტარო არგენტინას დაეხმარება, რათა კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდეს, დიდი შანსი იქნება, ეს ჯილდო "ალბისელესტეს" ფორვარდს გადაეცეს.

ნიკოლო ბარელა (იტალია/"ინტერი")

ევრო 2020-ის შემდეგ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ბარელა ვარსკვლავი გახდა. მან "აძურის" თამაში სხვა დონეზე აიყვანა. ასევე, ბელგიის ნაკრების კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ედერსონი (ბრაზილია/"მანჩესტერ სიტი")

Sportall.Ge]
1963 წელს ლევ იაშინმა "ოქროს ბურთი" მოიგო. მას შემდეგ არც ერთ მეკარეს ეს ჯილდო არ დაუმსახურებია. "მანჩესტერ სიტიში" ბრაზილიელ კიპერს კარგი სეზონი ჰქონდა, პრემიერლიგა მოიგო.

ჯონ სტოუნსი (ინგლისი/"მანჩესტერ სიტი")
ინგლისის ნაკრების დაცვა სტაბილურობით გამოირჩევა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ფეხბურთელებმა საკუთარი თავი ხელმეორედ იპოვეს და "სამი ლომის" ნაკრების დაცვაც გააძლიერეს.

ჟოზე მოურინიო ლუკ შოუს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაშვებას აპირებდა, კაილ უოლკერმა "სიტიში" გადასვლის შემდეგ საკუთარი თავი მეორედ იპოვა, ჯონ სტოუნსმა კი რუბენ დიასთან ერთად "ქალაქელების კედელი" შექმნა.

თუ ინგლისი ჩემპიონი გახდება, შანსი ჯონ სტოუნსსაც მიეცემა.

და... მესი (არგენტინა/"ბარსელონა")

Sportall.Ge

ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია. ის ყოველთვის აქ იყო, ეს მისი და მისი მუდმივი კონკურენტის ისტორიაა. "ბარსელონას" ამ სეზონში ტიტული არ მოუგია, თუმცა ლეო სანაკრებო ტიტულთანაა ერთ ნაბიჯში, რაც მის კარიერულ მონაგარს ერთიორად გაზრდის.
თუ მესი შეძლებს კოპა ამერიკის მოგებას, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შესაძლოა ჯილდოდ მე-7 "ოქროს ბურთი" მიიღოს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნახევარმცველის დროა
rable
09 ივლისი 2021 18:47
6
დებრუინი უნდა გახდეს.
წაიღეს ტვინი მესი-რონალდუებმა))
rable
09 ივლისი 2021 18:39
12
უიმე, მართლა? ეხლა ჩვენცა გვკითხე, როგორ გვიყვარს, ასეთი ლეგენდების ყურება?
rables
09 ივლისი 2021 21:24
0
Ჟორჟინიო-ის რომ თავდასხმელი არაა,არ ნიშნავს რომ ოქროს ბურთი არ ეკუთვნის.კოლოსალურ სამუშაოს არულებს,შლის შეტევას და აქეთ იწყებს შეტევენს,თან მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს,ტექნიკურია,ყოველთვის სტაბილურია,უხეში არაა,მიუხედავათ ამპლუისა.სხვა ამპლუის მოთამაშის დაფასებაც უნდა ვისწავლოთ.ეს ჩემი აზრია და თავდასხმებს არ ვიყოთ.
Levan
09 ივლისი 2021 17:54
2
სულაც არ ვარ მესის პერსოფანი და შარშანწინ რომ ვან დეიკს ცხვირწინ ააცალეს ოქროს ბურთი და მას გადასცეს, პროტესტის გრძნობა ჯერაც არ გამნელებია.
თუმცა წელს ეკუთვნის. კოპაც რომ ვერ მოიგოს, მაგ შემთხვევაშიც კი... ჯერ ერთი, კლუბშიც და ნაკრებშიც შეუდარებელია და მეორეც, გამოკვეთილი კონკურენტი არ ჰყავს ისეთი, რომელზეც ვიტყოდით რომ საოცარი სეზონი ჰქონდა.
თუმცა იმედია კოპას მოიგებს და საერთოდ დახურავს ამ თემას. რა ჟორჟინიო, რის ედერსონი ხალხო ?! )))
korben dallas
09 ივლისი 2021 16:24
3
"ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა. თუ ინგლისი მოიპოვებს ტიტულს, მაშინ, მეისონ მაუნტი იდეალური კანდიდატია, რადგან, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულს ყველაზე მეტად ეკუთვნის.
ლევანი
09 ივლისი 2021 15:21
16
ერთ დღეს ალბათ კვარაც მოიგებს და ყველას გაგვახარებს. მაგრამ მაგისათვის საკუთარ თავს უნდა გადაახტეს. მესი და რონალდო არიან ეპოქის შემქმნელები და როგორ უნდა გეწყინოს მისი წარმატება. ეკუთვნის კოპას მოგება. ოქროს ბურთები იმდენი აქვს კიდევ მიუმატებს ესეც ალალია მასზე.
ქართველი
09 ივლისი 2021 15:14
0
მე მგონი მესის თუ არ ჩავთვლით კვარაცხელიამ უნდა მოიგოს.
sddd
09 ივლისი 2021 13:48
9
ძალიან მინდა მესიმ მოიგოს კოპა ამერიკა. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ნაკრებს ან კლუბს გულშემატკივრობ. თუ ფეხბურთი გიყვარს, მესიც უნდა გიყვარდეს და უნდა გიხაროდეს მისი წარმატება! პ.ს. მე იტალიას და მილანს ვგულშემატკივრობ ბავშვობიდან.
შოთა 36 წლის :)
2*2=4
09 ივლისი 2021 13:37
1
ნეტავ ყველა შენნაირად, მსჯელობდეს. ყოჩაღ.
2+2=4სს
09 ივლისი 2021 15:17
0
ნეიტრალურ გულშემატკივრებს მივმართავ, თქვენ ვინ გინდათ გახდეს წელს, ოქროს ბურთის, მფლობელი?
?!
09 ივლისი 2021 13:26
0
მესი! მესი! და კიდევ, მესი!
ნეიტრალური
09 ივლისი 2021 15:14
0
ვლოცულობთ, მესიმ მოიგოს კოპა!!!! ლეო იმსახურებს ამ ტიტულს! და რაც მთავარია, არც მეშვიდე ოქროს ბურთი აწყენდდა, მის კოლექციას!
ბარსა
09 ივლისი 2021 12:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული