საფრანგეთის ნაკრები ოლიმპიადაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე, ტრადიციულად, საფეხბურთო ტურნირმა სტარტი აიღო.

პირველ შეხვედრაში C ჯგუფის გუნდები, ესპანეთისა და ეგვიპტის ოლიმპიური ნაკრებები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

ესპანელთა შემადგენლობა, რომელთაც დე ლა ფუენტე წვრთნის, საკმაოდ საინტერესო იყო. მათი რამდენიმე ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზეც მონაწილეობდა - მეკარე უნაი სიმონი, ერიკ გარსია, პაუ ტორესი, პედრი, დანი ოლმო და მიკელ ორიასაბალი.

Sportall.Ge

ამავე ჯგუფში არგენტინა და ავსტრალიაც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მექსიკის ოლიმპიურმა ნაკრებმა საფრანგეთს 4:1 სძლია. ფრანგების ერთადერთი გოლის ავტორი 35 წლის ანდრე-პიერ ჟინიანკი გახდა. მექსიკის
ნაკრების კარს 36 წლის გილერმო ოჩოა იცავდა.

A ჯგუფის დანარჩენი წევრები იაპონია და სამხრეთი აფრიკა არიან.

B ჯგუფში კი ახალი ზელანდიის ნაკრებმა სამხრეთი კორეა 1:0 დაამარცხა. ოთხეულის კიდევ 2 წევრს რუმინეთი და ჰონდურასი შეადგენენ.

კოტ დ'ივუარმა საუდის არაბეთს 2:1 სძლია. გამარჯვებულთა შორის გოლით  "მილანის" 24 წლის ნახევარმცველი ფრანკ კესი გამოირჩა. D ჯგუფის მთავარი მონაწილეები მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიისა და გერმანიის ოლიმპიური ნაკრებები არიან.

altბრაზილია - გერმანია: ოლიმპიადა მშვენიერი შეხვედრით იწყება

altპედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული