ოლიმპიური ნაკრების მედროშეები ცნობილია - ლიცენზიანტების სია

AutoSharing Option
ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიადის ლიცენზია ოფიციალურად 35 ქართველ სპორტსმენს აქვს. ბოლოს სია მძლეოსნებმა შეავსეს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, არაერთი რეკორდის ავტორი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მეცხრე ოლიმპიადის მონაწილე, ტყვიის მსროლელი, 52 წლის ნინო სალუქვაძე იქნებიან. ეს გადაწყვეტილება აღმასკომმა მიიღო.

შეგახსენებთ, ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა);

2. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ);

3. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ);

4. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა,
125 კგ);

5. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ);

6. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ);

7. გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97კგ);

8. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ);

9. გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა);

10. ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი);

11. სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ);

12. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი);

13. ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ);

14. გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ);

15. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ);

16. ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ);

17. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ);

18. გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ);

19. გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე +75 კგ);

20. მარიამ იმნაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი);

21. ირაკლი ტევიშვილი (ცურვა, 400 მ. თავისუფალი სტილი);

22. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი);

23. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, 52 კგ);

24. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ);

25. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ);

26. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ);

27. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ);

28. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81 კგ);

29. ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ);

30. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ);

31. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ);

32. სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში);

33. სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა);

34. ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა);

35.. ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altოლიმპიადაზე მაყურებელთა დაშვების საკითხები საბოლოოდ განისაზღვრა

altნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს


მკითხველის კომენტარები / 5 /
გაეშვით რა ლაშას, ეს მედროშეობა არ გვაქვს მთლად კარგად დაცდილი, იმედია ცხონებული ხახალეიშვილივით აწონვაზე დროზე მივა, სხვამ არა მგონია რამემ ლაშას ხელი შეუშალოს.
0
ზაზა ნადირაძე არ იქნება?
ქომაგი
13:49 01-07-2021
0

სიახლეები პოპულარული