უკრაინის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა მოულოდნელობა გახლდათ და კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობაა მისი მწვრთნელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ ეროვნული გუნდის დატოვება.
როგორც ირკვევა, შევჩენკოს წლიური ხელფასი 2 მილიონ ევროზე მეტი იყო, მან კი კონტრაქტის გასახანგრძლივებლად გასამრჯელოს მნიშვნელოვნად გაზრდა მოითხოვა. აგრეთვე ანაზღაურების მომატება მოითხოვა თანაშემწეებისათვის, რაზეც ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ უარი უთხრა. ცნობისათვის, უკრაინის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 16 მილიონი გამოიმუშავა.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გასული წლის ივნისში შევჩენკოსა და მის სამწვრთნელო შტაბს ხელშეკრულება ერთი წლით გაუგრძელეს. თავად
შევჩენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ შემდგომ კლუბში მუშაობის გაგრძელება სურდა, უსაზღვროდ მადლიერნი არიან ანდრეისი, რამეთუ ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გავიდა.
9 აგვისტოს, ფეხბურთის ასოციაციის აღმასკომის სხდომაზე ნაკრების ახალ თავკაცს დანიშნავენ.