"ფარისევლებო და კოლონიზატორებო, ლონდონი ჩემპიონატისას შარდში ჩაიხრჩო, იტალიას გამარჯვება არ მიულოცეთ" - უნგრელმა ისტორიკოსმა ბორის ჯონსონს შეუტია

AutoSharing Option
ბუდაპეშტში უნგრეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისას მასპინძელთა გულშემატკივრებმა თამაშის წინ მუხლმოდრეკილ სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს უსტვინეს, შემდეგ კი რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს და ჭიქები ესროლეს. თანამემამულეებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოექომაგა, რომელმაც ფიფას მადიარების დასჯისაკენ მოუწოდა. საპასუხოდ ჯონსონს ღია წერილით ცნობილმა უნგრელმა ისტორიკოსმა და მეწარმემ, მარია შმიდტმა მიმართა:

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! შოკირებული ვარ თქვენი შეტყობინებებით, რომლებიც უნგრელი ფანების სავარაუდო რასიზმს გმობს. ის გამოხატავს თქვენს ტიპურ ბრიტანულ კოლონიზატორულ პოზიციას.

ბრიტანელი ფეხბურთელები ჩვენს დედაქალაქში სტუმრების რანგში ჩამოვიდნენ და
უნგრელი ქომაგები გააღიზიანეს ჟესტით, რომელსაც ჩვენ ფარისევლურად ვთვლით.

ასწლეულების მანძილზე ბრიტანეთს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი კოლონიზებული ჰყავდა, ჩვენ კი ეს არასოდეს გაგვიკეთებია. აი, ამიტომ გირჩევთ დაზოგოთ თქვენი მუხლებით თამაშები იმ ქვეყნებისადმი, სადაც ამაზე მოთხოვნაა.

ცრუ და დემონსტრაციული გამოვლინებებით თქვენ ხელს არ უწყობთ ჩადენილი საქციელის მონანიებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ, უნგრელებს, ბრიტანელებისგან კარგი არაფერი მიგვიღია.

პასუხისმგებლობა ტრიანონის საზავო ხელშეკრულებასა და დანაშაულებრივ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში გადატანილ იქნა ბრიტანელების მიერ საფრანგეთზე. ახლა კი არავის მიაჩნია, რომ იმ დროისთვის მსოფლიოს მძლავრი სახელმწიფო ბრიტანეთი განადგურებული და დამხობილი საფრანგეთის მითითების მიხედვით მოქმედებდა. ასევე 1918 წელს ბრიტანულმა ბლოკადამ თითქმის მილიონი გერმანელის შიმშილით სიკვდილი გამოიწვია და ეს ზავის შემდეგ. გერმანიას თუნდაც მცირე სიმამაცე რომ ჰქონდეს, ამ საკითხს წამოჭრიდა.

და მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომისას მილიონობით ინდოელი შიმშილით იმის გამო დაიღუპა, რომ ბრიტანელებმა ხორბლის თესლი წაართვეს. რა თქმა უნდა, თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ჩერჩილის რასისტული თავის მართლება - წინააღმდეგ შემთხვევაში მისაბაძ მაგალითად არ ჩათვლიდით.

და ჩვენ ვერასოდეს, ვიმეორებ, ვერასოდეს ვერ გაპატიებთ იმას, რომ 1944 წლის შემოდგომაზე სტალინთან ერთად ჩვენი რეგიონი გაიყავით.

თუმცა, მოდით, ფეხბურთს დავუბრუნდეთ. ევრო 2020-ის დროს ბრიტანელი ფანები ისე იქცეოდნენ, როგორც ნაძირლები - როგორც ათწლეულების მანძილზე. რამდენიმე გულშემატკივარს ფიზიკური, ხოლო იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც პენალტი ვერ გაიტანეს, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

არც პრინცმა უილიამმა და არც თქვენ, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდით, არ მიულოცეთ იტალიას ჩემპიონობა - მართლაც საშინელი საქციელია. ისევე, როგორც იტალიის ჰიმნისას სტვენა. ძლეული ინგლისელები არ დაელოდნენ იტალიელთა ჩემპიონებად გამოცხადებას, გამარჯვებულთა მიმართ პატივისცემა არ გამოიჩინეს.

ბრიტანელი ფანების გამო ლონდონი ნარწყევში, შარდსა და ნაგავში ჩაიხრჩო. ისინი გადალახავდნენ წინაღობებს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიძვრებოდნენ სტადიონზე - და ეს პანდემიის დროს. ისე იქცეოდნენ, როგორ სჩვევიათ. მე კიდევ ველი მათ დასჯას, რადგან ჩვენ მიმართ, რა თქმა უნდა, სამაგალითო ზომებს გაატარებენ.

ბორის ჯონსონ, თქვენ პატარა, დანგრევის პროცესში მყოფ ქვეყანას უდგახართ სათავეში. შეიგნეთ ეს და საკუთარ სახლში დასუფთავებით დაკავდით. ბევრი საქმე გელით".

მკითხველის კომენტარები / 41 /
უნგრელები არიან ძალიან მაგრები და ყოჩაღ მათ!!!
გეგი
07 სექტემბერი 2021 02:26
6
უნგრელები მაგრები არიან, რადგან ებრძვიან გლობალუსტებს, ანუ ნეო-მარქსისტებს. თამაშინ წინ მუხკებზე დამხობა გუნდრუკია BLM-ის. ეს კი მარსისტული და ტერორისტული ორგანიზაციაა რომელმაც ამერიკის ზანგურ კვარტალებში გაძარცვა და გადაწვა მცირე მაღაზიები და საწარმოები.
სიმაგრე-ს
07 სექტემბერი 2021 12:26
3
დავაჭირე ლაიქს.მაინც რაში გამოიხატება უნგრელების სიმაგრე?!
შეცდომით
07 სექტემბერი 2021 03:34
40
გამიკვირდა, რომ ამ საიტზე ინტელექტუალები შემოდიან. ძირითადად ფეხბურთზე რაღაც ისეთი კომენტარები იდება, წესიერად ვერ გაიგებ კაცი, რას წერენ და რა უნდათ. ინგლისმა, როდესაც ანტანტას ფაქტიურად მართავდა, ჩვენც ბევრი გაგვიფუჭა. ახლა ამაზე, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე ლაპარაკი მიღებული არ არის, მაგრამ ვინც ისტორია იცის, მიხვდება, რაზეც მივანიშნებ. ნეტა ყველა თქვენსავით მოაზროვნე იყოს. გმადლობთ.
სანდრო
07 სექტემბერი 2021 02:25
4
დაწერე პირდაპირ და თქვი, რომ სწორედაც მაგ ბრიტანელების დამსახურებითაა დაკარგული ლორე-ტაშირი!!!! მტერს პირდაპირ უნდა უწოდოთ მისი ნამდვილი სახელი, მტერი!
დორმიდონტ
07 სექტემბერი 2021 08:00
2
ინგლის იყო სწორედ სომხებს რომ დაუდგა გვერდით და მოგებული ომში არაფერი რომარ გვერგო.სწორედ ინგლისი წაქეზებიდ დაგვესხა სომხეთი თავს.ინგლისი გაიპარა კუდამოძიებული როცა წითელი არმიელები გამოჩდნენ.აი უნგრეთი კაცურად გაცა პასუხი
მოსეხონელი
07 სექტემბერი 2021 08:09
1
უნგრელებს აქვთ ის,რაც ჩვენ ბოლო 30 წელში, თითქმის მთლიანად დავკარგეთ.ეროვნული ღირსების შეგრძნება.კიდევაა იმედი,რომ აღვიდგენთ.
სოსო
07 სექტემბერი 2021 01:38
7
ბრავო უნგრეთს და უნგრელებს , რომლებსაც ჩვენგან განსხვავებით პატრიოტი ხელისუფლება ყავთ, ბრავო მის პრეზიდენტ ორბანს რომელიც თავის ხალხზე ზრუნავს და მიუხედავად ევროკავშირის მრავალი გაფრთხილებების და მუქარისა ლგბტ თემს და მათ მოთზოვნებს კანონებით გასცა ღირსეული პასუხი ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით და უნგრეთში ვერ პარპაშობენ და საძაგელ და საზიზღარ რეკლამას არ უკეთებენ ტელევიზიებში და ქუჩებში, ბრავო უნგრეთის ხელისუფლებას ვინც არ აძლევს საშუალებას რომ წაბილწონ პატარა თაობა.....
სს
07 სექტემბერი 2021 01:26
10
რასაც ვფიქრობდი ყველაფერი უთხრა
ლაშა
07 სექტემბერი 2021 01:30
1
გერმანული წარმომავლობის უნგრელ ისტორიკოსს სხვაზე ხმა არ აქვს ამოსაღები!!!მას თუ დაავიწყდა,ჩვენ შესანიშნავად გვახსოვს უნგრელთა არაამქვეყნიური სისასტიკე სხვადასხვა ერების,განსაკუთრებით მართლმადიდებელი რუმინელებისა და სერბების წინააღმდეგ,ასე რომ ხმა გაიკმინდოთ გიჯობთ!!!აღარაფერს ვამბობ უნგრულ სეპარატიზმე(სერბეთში,სლოვაკეთში და განსაკუთრებით რუმინეთში),რომელმაც ყველას მოაბეზრა თავი!!!რაც შეეხება პატარა ქვეყანას,სწორედ თქვენ,უნგრელებს გახასიათებთ და გაწუხებთ პატარა ერისა და ქვეყნის სინდრომი!!!სწორედ თქვენ უნგრელები უსტვენთ სხვა ქვეყნების ეროვნულ ჰიმნებს და ამას აკეთებთ გასვლით მატჩებზეც კი!!!ინგლისელი ფანები კი,რა ნაგვებიც იყვნენ,ის ნაგვები დარჩებიან!!!
ვის ვის და
07 სექტემბერი 2021 01:42
17
კი ბატონო. ჰუნებმა რომ რომი დაანგრიეს, არც მაგაზე უგიათ ჯერ პასუხი.
დათა თუთაშხია
07 სექტემბერი 2021 02:10
6
რაც გინდათ ის დააბრალეთ უნგრელებს, მაგრამ ეხლა ხომ ყველას გადაუჯოკრეს, რომ აკრძალეს ლიბერასტების და ლგბეტეების თემების, პროპაგანდა? აი ეს არის საზომი, მათი პატრიოტობის! ყოჩაღ უნგრეთო!!!!!!
ვის ვის და-სს
07 სექტემბერი 2021 09:50
8
ყველა გამოხმაურება
უნგრელებს სრულად ვეთანხმები იმაში, რომ ეს მუხლებზე დადგომა ფარისევლური და არაფრის მომცემი ჟესტია, და თუ მაინცდამაინც რაიმეს მონანიება უნდათ, იმათ მოინანიონ ვინც საუკუნეების მანძილზე ზანგებს მონებად იყენებდა, სეგრეგაციის პოლიტიკას ატარებდა და მათ გეტოებში აცხოვრებდა... საქართველოს ნაკრებმა მაგალითად, რატომ უნდა დაიჩოქოს ვერაფრით ვერ ვხვდები, რა, დავუშავეთ რაიმე შავკანიანებს?.. და კიდევ, სიტყვა ზანგი სულაც არ მიმაჩნია სალანძღავ სიტყვად, ქართულში ეს ლიტერატურული სიტყვაა...
zaza
07 სექტემბერი 2021 13:47
1
ზაზა გეთანხმები!
გია
07 სექტემბერი 2021 14:07
1
რუსეთუმე არა ვარ,მაგრამ ესაა ის ევროპული ოჯახი-სადაც "დაბრუნებას" ვესწრაფვით?
Levani
07 სექტემბერი 2021 02:21
14
ინგლისი არც არის საერთო ევროპულ ოჯახში.
Master
07 სექტემბერი 2021 09:44
3
ისე შეხსენებისთვის: არა ნაკლები ოკუპანტები არიან, თურქებიც (უდიდესი ქართული ტერიტორიის მითვისება) აზერებიც (დავით-გარეჯი, საინგილო, ჰერეთი) და რა ვიცი, ვინ აღარა? ვისაც ევროპა არ გვევასება, ეს არ ნიშნავს, რომ "დიდი რუსეთი" მოგვწონს. ჩემი საქართველო ყველას და ყველაფერს მირჩევნია!
ქართველი
07 სექტემბერი 2021 14:06
1
ყველა გამოხმაურება
გენაცვალე
მამუკა
07 სექტემბერი 2021 00:44
4
დასხმა ამას ქვია
Geo
07 სექტემბერი 2021 00:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული