11 და 12 სექტემბერს ევროპაში შიდა ჩემპიონატების მორიგი ტური გაიმართება, გთავაზობთ, 11 სექტემბრის 8 საუკეთესო შეხვედრას.
მე-8 ადგილი - "მონაკო" - "მარსელი"
ლიგა 1-ის მე-5 ტურში "მონაკო" "მარსელს" უმასპინძლებს.
მასპინძლებს 4 თამაშის შემდეგ 4 ქულა აქვთ და მე-14 ადგილს იკავებენ, თავის მხრივ, "მარსელმა" 3 შეხვედრა გამართა, 7 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, "მარსელისა" და "ნიცას" შეხვედრა ჩაიშალა და გადაიდო, გავრცელებული ინფორმაციით ეს მატჩი თავიდან ჩატარდება.
შეგახსენებთ, "მარსელისა" და "ნიცას" შეხვედრა ჩაიშალა და გადაიდო, გავრცელებული ინფორმაციით ეს მატჩი თავიდან ჩატარდება.
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მე
-7 ადგილი - "ატალანტა" - "ფიორენტინა"
იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში "ატალანტა" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.
2 შეხვედრის შემდეგ, ბერგამოელებს 4 ქულა აქვთ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან, თავის მხრივ, არც სტუმრებს აქვთ უკეთესი სიტუაცია, "იები" 3 ქულიტ მე-10 ადგილს იკავებენ.
მასპინძლები დღევანდელ მატჩს საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდებიან, გუნდს ლუის მურიელი, მარტენ დე როონი და ჰანს ჰატებური გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა დუვან ზაპატას თამაში, თავის მხრივ, ფიორენტინა ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მე-6 ადგილი - "ნაპოლი" - "იუვენტუსი"
კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსიდან" წასვლის შემდეგ გუნდი საშინელ მდგომარეობაშია, 2 ტურის შემდეგ "ბებერ ქალბატონს" 1 ქულა აქვს და მე-12 ადგილს იკავებს, თავის მხრივ, "ნაპოლიმ" 2-ივე შეხვედრა მოიგო და სხვა იტალიურ გრანდებთან ერთად ქულების 100%-იანი მაჩვენებლით ხუთეულში იმყოფება.
გარკვეულწილად, "ბიანკონერის" ასეთი ცუდი სტარტი ტრავმიანობის ბრალია, დღევანდელ შეხვედრაში ტურინელები ნეაპოლში ხუან კუადრადოს, არტურის, ფედერიკო კიეზას, აარონ რემზისა და ალექს სანდროს გარეშე იასპარეზებენ, კითხვის ნიშნის ქვეშაა პაულო დიბალას თამაშიც.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მე-5 ადგილი - "ლესტერი" - "მანჩესტერ სიტი"
პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "ლესტერი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.
ორივე გუნდს 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს ("ლესტერი" მე-9, "სიტი" მე-7), ამრიგად, ინგლისურ გუნდებს აუცილებელი გამარჯვება სჭირდებათ, თუმცა ამ ყველაფერში ხელს ფეხბურთელების დანაკლისი შეუშლით.
"მელიებს" უესლი ფოფანა, ჯეიმს ჯასტინი და აიოზე პერსი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა მენდის, ჯონი ევანსისა და რიკარდო ფერეირას თამაშიც.
თავის მხრივ, "ქალაქელებს" კევინ დე ბრუინი, ბენჟამინ მენდი, ედერსონი, გაბრიელ ჟესუსი არ ეყოლებათ, სავარაუდოდ, იმავე გზას გაუდგება ფილ ფოდენიც.
მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
მე-4 ადგილი - "ლევერკუზენი" - "დორტმუნდი"
გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში "ლევერკუზენი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს.
მასპინძლები 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ, თავის მხრივ, ბორუსიელებს 6 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან.
როგორც ამ ორ გუნდს სჩვევია, თამაში ლაღი და სანახაობრივი უნდა გამოვიდეს, განსაკუთრებით გამოსაყოფია, ნორვეგიელი ერლინ ჰოლანის ფანტასტიკური სათამაშო ფორმა.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
მე-3 ადგილი -"სპორტინგი" - "პორტუ"
საუკეთესო სამეულს პორტუგალიის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა, "სპორტინგისა" და "პორტუს" მატჩი გახსნის.
განვლილი 4 თამაშის შემდეგ ორივე გუნდს 10 ქულა აქვს 2-3 ადგილს ინაწილებენ, 1-ელ პოზიციაზე კი ლისაბონის "ბენფიკა" იმყოფება.
შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
მე-2 ადგილი - "ლაიპციგი" - მიუნხენის "ბაიერნი"
არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფი "ლაიპციგი" მშვენივრად მოთამაშე "ბაიერნს" მიიღებს, 4 ტურის შემდეგ მასპინძლებს 3 ქულა აქვთ და მე-10 ადგილზე იმყოფებიან, თავის მხრივ, "რეკორდმაისტერს" 7 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს.
შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
1-ელი ადგილი - "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი"
პირველ ადგილზე არა თუ თამაში, არამედ მოვლენა გადის, პორტუგალიელი ვარსკვლავი და მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი "ოლდ ტრაფორდზე" დღეს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ დაბრუნდება.
3 ტურის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" 7 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, "ნიუკასლი" 1 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.
შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.