"ჩელსის" ამჟამინდელი მწვრთნელი ტომას ტუხელი პსჟ-ის დატოვების წინ შინამოსამსახურეს დაეხმარა.
RMC Sport-ის ცნობით, როდესაც ტუხელი 2018 წელს პსჟ-ს ჩაუდგა სათავეში, ფილიპინელი შინამოსამსახურე აიყვანა, თანდათან მისი პრობლემების შესახებ გაიგო და დაეხმარა. გერმანელმა ქალის შვილს გულის ოპერაციის ფული სრულად გადაუხადა და როდესაც შეიტყო, რომ ფილიპინებში უნდოდა დაბრუნება, 2020 წლის დეკემბერში სამშობლოში სახლი უყიდა.