აფეთქებული რონალდო და პსჟ-ში დაკარგული მესი...

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების შემდეგაც წარმატებული სვლა განაგრძო, რასაც პსჟ-ში გადასულ ლიონელ მესიზე ვერ ვიტყვით.

"წითელი ეშმაკების" ლეგენდამ ინგლისში გადაბარგების შემდეგ 3 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლით გამოიჩინა, საპასუხოდ, "ალბისელესტეს" კაპიტანმა მეტოქის კარის აღება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, ამასთან ერთად პარიზულ გიგანტს თამაში უჭირს, შემტევი ტრიო ერთმანეთში ვერ კომბინირებს.

რონალდოს ეფექტი "მანჩესტერ იუნაიტედში"

"რონალდო მნიშვნელოვან მომენტებს გრძნობს, ის დაუნდობელია, მან ჩვენ გაგვაძლიერა, ამასთან ერთად სხვებს დამატებითი მოტივაცია მისცა" - განუცხადა BBC Sport-ს ოლე გუნარ სოლსკაიერმა.

"ნიუკასლთან" პრემიერ ლიგაში
დაბრუნებულმა ვარსკვლავმა დუბლის შესრულება მოახერხა, ამის შემდეგ კი "იანგ ბოისისა" და "ვესთ ჰემის" კარიც დალაშქრა.

ყველა თამაშში, რომელშიც კრიშტიანომ მონაწილეობა მიიღო, თავისი კვალი დატოვა და შეხვედრის მნიშვნელოვან ფეხბურთელად გადაიქცა.

პორტუგალიელ შემტევს გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ კი გამამხნევებელი შეძახილები არ აკლია, მოკლედ რომ ვთქვათ, სტადიონზე დამსწრე საზოგადოება ისეთ გარემოს ქმნის, როგორშიც რონალდო "ფეთქდება".

"პარი სენ ჟერმენში" დაკარგული ლიონელ მესი

ლიონელ მესის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ პარიზული კლუბი უძლეველი გახდებოდა, თუმცა ტყუილად... არგენტინელმა ვარსკვლავმა გუნდზე იმხელა ზეგავლენა ვერ მოახდინა, როგორიც "ბლაუგრანაში" ჰქონდა.

19 სექტემბერს, "ლიონთან" შეხვედრის მიმდინარეობისას, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მისი თანამემამულე 75-ე წუთზე შეცვალა, შეხვედრის ანგარიში კი 1:1 გახლდათ.

ლეოს პარიზში გადასვლა ალბათ რონალდოს "იუნაიტედში" დაბრუნებას არც უნდა შევადაროთ, ფაქტი ერთია და ნათელი, კრიშტიანო "წითელი ეშმაკების" მაისურით ბედნიერია, იღიმის და მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებს შანსს არ აძლევს, რასაც მესიზე ვერ ვიტყვით... ამის შესაძლო განმაპირობებელი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი გუნდი პორტუგალიელზეა, როგორც უკვე აღვნიშნე, გულშემატკივრებიც 7-იანისთვის აქტიურობენ, პარიზში კი ყველაფერი პირიქითაა, იქ ვარსკვალვებს თავის გამოჩენა სურთ, რათა ბევრი რამ დაამტკიცონ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
ბავშვებო, რონალდოს და მესის გარდა სხვა რამ საფიქრალ-სადარდებელი არაფერი გაქვთ?
მძიმე სურათია
21 სექტემბერი 2021 22:52
6
ჩემპ ლიგის ბოლო მატჩში რომელიც პსჟმ- ძალიან უნიჭოდ ითამაშა მესი მოედანზე ყველას ჯობდა. თუ გოლის მომენტს არ ჩავთვლით კარშც ლამის მხოლოდ ეგ ურტყამდა. ნუ არ გაუმართლა ხარიხის მომენტში. იგივე ლიონთან. პოჩეტინო ძალიან საშუალო მწვრთნელია. და გრანდის დონეს ვერასდროს გაქაჩავს. მიუხედავად ამისა მესი მაინც გამორჩეულია ამ არცთუ აწყობილ გუნდში. გოლებიც იქნება მალე. რაც შეეხება რონალდუს. რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია მაგრამ ის მხოლოდ საჯარიმოს ფეხბურთელია.არც პლეიმეიკინგი არც დრიბლინგი არც შირიდან დარტყმები საერთოდ საჯარიმოს გარეთ მას არაფერი ევალება. და უიშვიათეს შემთხვევაში აკეთებს იქ რამეს.ასეთ შემთხვევაში ახალ გუნდთან შეგუება-შეთამაშება გაცილებით ადვილია . კიდევ ერთხელ ვიმეორებ რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია და ძალიან მომწონს მისი გოლის ალღო და ფიზიკური მონაცემები და ჟილკა, მაგრამ მესისთან შედარება ხელივნური მგონია მაინც. დიაპაზონია სხვადასხვა.
არტ
21 სექტემბერი 2021 13:34
18
ვერ დაგეთანხმები, ფეხბურთი მრავალმხრივი სპორტია, ასე რომ მოთამაშის დახასიათება არ ხდება მისის გარკვეული მონაცემების საფუძველზე. ის რომ ვინმეს კარგი დრიბლინგი აქვს და მეორეს მარტო გოლის ალღო არაფერს ნიშნავს. აქ საერთო გლობალურ ასპექტში უნდა დახასიათება.
ანუ მოთამაშეს რა გავლენა აქვს გუნდზე ეს არის მნიშნველოვანი, თორემ შეიძლება მცველი იყო და იყო საუკეთესო. ასეთი იყო თავის დროზე ბეკენბაუერი -მცველი. ნომერ პირველი :)
las
21 სექტემბერი 2021 14:52
8
როლანდოსთვის უცხო არაა, აქეთ-იქით წანწალი, გუნდიდან, გუნდში გადასვლა ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ასეთ რამეებს მაგრად არის მიჩვეული , თანაც ნუ გავიწყდებათ, რომ ფაქტიურად მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მესისთვი კი ეს პირველი შემთხვევაა და არც მიკვირს, რომ გაუჭირდებოდა. როცა დიდი ხანი ხარ ერთ კლუბში და უცებ ამ ყველაფერს "იძულებით" სტოვებ,და გადადიხარ შენთვის ახალ გარემოში, ამის უცებ მიღება და მიჩვევა არ არის ადვილი. მერე ბოლო თამაშში პოჩეტინო მაგრად ჩაიჭრა მესი, რომ შეცვალა, ამით უფრო ცუდი სამსახური გაუწია მესის. სიმართლე გითხრათ მესი მენანება ყველასთვის, იმდენ უმადურობას წააწყდა ბოლო ხანში, რომ კიდევ როგორ ახერხებს და თამაშობს? აი ეს არის საკითხავი. ლეო! რაც არ უნდა იყოს, შენ არავისთან დასამტკიცებელი არაფერი გაქვს, დიდი ხანია დამტკიცებული გაქვს, რომ ხარ ფენომენალური ფეხბურთელი!!!!!!!!!! ძაღლებმმა იყეფონ რამდენიც შეუძლიათ.
გია
21 სექტემბერი 2021 12:54
9
ორივე უდიდესია მაგრამ კრიშტიანო უფრო ძლიერი პიროვნებაა,მებრძოლია.ყველაფერში გამორჩეულია ამიტომაც მტრებიც მეტი ყავს.იტალიაში რომ გადავიდა იტალიის ჩემპიონატისადმი ინტერესი ორჯერ გაიზარდა.ახლა ინგლისში რა ხდება ყველა ხედავთ.მიუ-ს აქციები 15 პროცენტით გაძვირდა.
temo
21 სექტემბერი 2021 16:42
5
მესი ინგლისში უნდა წასულიყო თუნდაც სიტიში ამით რონალდუსთან მისი კონკურენციის დაძაბულობა მაქსიმუმს მიაღწევდა,დაიწყებოდა ფანებს შორის გაწევ გამოწევა და ამით ყველა მოგებული დარჩებოდა განსაკუთრებით ფეხბურთი მოიგებდა.პსჟ-ში სადაც უკვე ორი სუპერვარსკვლავია და თანაც ორვე ამბიციური მესის ლიდერობას არ დაუთმობენ და ეს მორალურად გააფუჭებს.რონალდუ ბუნებითაც ლიდერია და მთელმა გუნდმა და მანჩესტერის ფანება ლიდერად მიიღეს.ეს კი დამატებითი სტიმულია პატივმოყვარე რონალდოსთვის.
ჩემი აზრით
21 სექტემბერი 2021 11:59
4
რაღაც სამი თამაში ითამაშა ლეომ და უკვე ატეხეთ ერთი ამბავი და გნიასი. არ გავკარით ყველას, ვინც მესის აკრიტიკებს? გვახსოვს როლანდოც იუვეში მოჯღუნული სახით დადიოდა და ხან მწვრთნელს ეჩხუბებოდა, ხანაც გასახდელში ფეხბურთელებს რა ვიგონებთ რამეს? ბოლოს იმით დამთავრდა მისი იტალიელობა, რომ აიბარგა იქიდან. რა მესიზე იწყებთ ერთ ამბავს? მერე ეს შედარებები, როლანდოს ფანატიკოსებმა აღარ უნდა მორჩეთ? რა სჭირს ლეო მესის როლანდოს, რომ შეედაროს? არაფერი, უბრალოდ ლეო, ლეო მესია!!!!!! ამით ყველაფრია ნათქვამი! მე პირადად როგორც ფეხბურთელი, მესიზე ძალიან არცერთი ფეხბურთელი არ მომწონს! ლეო ჩემთვის ფეხბურთის ზეიმია და ასეთადაც დარჩება.
30
21 სექტემბერი 2021 15:02
27
მესი არის ერთი პოზიციის და ერთი შეთამაშებული გუნდის ფეხბურთელი,როგორიც ბარსა იყო ხავი ინიესტას პერიოდში,გამოჩნდა სინამდვილეში რაც არის,ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის მოთამაშეა
besss
21 სექტემბერი 2021 14:51
16
ეხლაც იტყვით?, რომ მესი, რონალდუზე ძლიერია?
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
22 სექტემბერი 2021 20:39
8
შენს როლანდოს მაგარი ჩავარდნები, რომ ქონდა თუნდაც იუვეში და დაბოღმილი, რომ დადიოდა ხან ვის ეჩხუბებოდა და ხან ვი,. იმიტომაც ვეღარ აიტანეს მისი ესეთი საზიზღარი ხასიათი და ქეც გამოაგდეს გუნდიდან. მაშინ თუ დასვამდი ამ კითხვას? საერთოდ აღარ დაიღალეთ და აღარ მოგბეზრდათ ეს შედარებები? თუ მაინცდამაინც გაინტერესებს შენს კითხვაზე პასუხი: ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე წინ იქნება, ლეო მესი. არ მოგეწონა პასუხი? ცივი წყალიც მიაყოლეთ.
ფეხბურთის ძველ გულშემატკივარს.
23 სექტემბერი 2021 10:25
0
რატომ ადარდებთ ერთმანეთს ორი სხავდასხვა სტილის ჯადოქარი. ერთმა უნდა გაიტანოს და გააქვს, მეორემ უნდა შექმნას და ქმნის. რა არ მოგწონთ ის რომ მთელი პსჟ რაღაცის დამტკიცებას რომ ცდილობს. ხოდა ამიტომაც იხრჩობიან ხან 1/4-ში, ხან 1/2-ში
Inkognito
21 სექტემბერი 2021 22:15
0
ახლა შეხედეთ ბარსელონა მესის გარეშე რა არის...და რეალი რონალდოს გარეშე...
დათო
23 სექტემბერი 2021 12:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული