კლუბი, ალკოჰოლი, თამბაქო - "ატლეტიკოს" ექსფორვარდის გულწრფელი აღიარება

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების ექსთავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა ღიად განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასკვნით ნაწილში გამუდმებით კლუბში დადიოდა, სვამდა და ეწეოდა...

მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკელი ფორვარდი 2012/15 წლებში "პორტუს" შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც 90 გამართულ შეხვედრაში თავი 67-ჯერ გამოიჩინა. მართლაც რომ მშვენიერი შედეგია. დიდებული 3 წლის შემდეგ ჯექსონი სათამაშოდ ესპანეთში, კერძოდ, მადრიდის "ატლეტიკოში" გადადის, საიდანაც მის ცხოვრებაში, როგორც ჩანს, დიდი პრობლემები დაიწყო. ტრავმების პარალელურად, ზემოთ ხსენებულმა არასპორტულმა ქმედებებმა ფეხბურთელის მკვეთრი რეგრესი გამოიწვია. ამაში სტატისტიკაც დაგვეხმარება - "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობის მიერ 35 მილიონ ევროდ შეძენილმა ფორვარდმა გუნდში სულ
რაღაც 15 შეხვედრა გამართა, მეტოქის კარი კი 2-ჯერ აიღო. 2016 წელს "ატლეტიკომ" მარტინესი ჩინურ "გუანჯოუ ევეგრანდში" გაყიდა. აზიელებმა 3 წლის შემდეგ შემტევი პორტუგალიაში, პრიმეირა ლიგის გუნდ "პორტიმონსეში" გაანათხოვრეს, სადაც 2020 წელს რამდენიმე მძიმე ტრავმის შემდეგ კარიერა დაასრულა.

"მე ვნებისა და სიხარულის ცოდვები მქონდა" - ციტირებს კოლუმბიური Channel 1 მარტინესის სიტყვებს.

"მსიამოვნებდა ისინი, რადგან არ ვხედავდი ამას ცუდად. პირიქით, ჩემთვის ნორმალურად მოჩანდა. თქვენ ვერასდროს დაინახავთ ღმერთს, სანამ ის არ გახდება ერთადერთი, რაც თქვენ გაგაჩნიათ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მასზე ვკონცენტრირდე.

ჩემს შემთხვევაში მეგობრებმა წვეულებაზე წამიყვანეს. გარშემო ალკოჰოლი, სიგარეტი და სხვა არასპორტული რამ მქონდა".

როგორც მოგახსენეთ, 2020 წელს ჯექსონმა საფეხბურთო კარიერა დაამთავრა და ხელი მომღერლობას მიჰყო. გარკვეული პერიოდის წინ კოლუმბიელმა ახალი სიმღერა, სახელწოდებით "Las 2 puertas" გამოუშვა.

"სპორტული კარიერის საკვანძო დროს 2 უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე, რის გამოც მოედანზე 2 წლის განმავლობაში ვერ გავედი. ამ დროს თავს წერით ვიმშვიდებდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ საკუთარი ალბომი გამომეცა", - განაცხადა ჯექსონმა 2020 წლის ოქტომბრის თვეში.

"ვცდილობ, ისეთი სიმღერები გამოვცე, რომლებიც ღვთის სიტყვებს გამოსცემს".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
საოცარი ფეხბურთელი იყო, უდიდესი ტალანტი ჰქონდა მაგრამ გაატანა ქარს ყველაფერი.
Semi
08:58 16-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული