"ფეიენოორდის" ფანების უღირსი საქციელი - მეტოქის პრეზიდენტს მაგიდები დაუშინეს

AutoSharing Option
დღეს, 21 ოქტომბერს, როტერდამში "ფეიენოორდსა" და "უნიონ ბერლინს" შორის კონფერენს ლიგის მატჩი გაიმართება, გუშინ საღამოს კი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.

ადგილობრივი კლუბის ხულიგანი ფანები "უნიონის" პრეზიდენტ დირკ ცინგლერსა და გერმანელთა ადმინისტაციას დაესხნენ თავს. ბერლინელთა მმართველებიდან 7 ქალი იყო, კლუბის წარმომადგენლები კი ერთად სასტუმროს შორიახლოს, ბარში იყვნენ შეკრებილები.

"ფეიენოორდის" ფანებმა ბარის შუშები ჩაამსხვრიეს, იარაღად კი მაგიდები გამოიყენეს, დელეგაციას სხვადასხვა სახის საგნები დაუშინეს, ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ.

როტერდამის პოლიციის საქმეში ჩართვის შემდეგ ინციდენტი მალე განიმუხტა. სამწუხაროდ, 1 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, 1 კი -
ციხეში.

2 მატჩის შემდეგ "ფეიენოორდი" "ი" ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს, "უნიონს" კი 3 ქულა აქვს და ჯგუფშიც მესამეა.

მომზადებულია The Berliner Kurier-ის მიხედვით