გადაყენებული იაპ სტამის ნაცვლად "ფეიენოორდის" მწვრთნელად 72 წლის დიკ ადვოკატი დანიშნეს.
"თუ შემიძლია გუნდს დავეხმარო, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მოუთმენლად ველი ფეხბურთელებთან ხვალინდელ შეხვედრას", - განუცხადა ადვოკატმა როტერდამული კლუბის საიტს.
ადვოკატი ბოლოს "უტრეხტს" ედგა სათავეში, "ფეიენოორდი" კი ნიდერლანდების ჩემპიონატზე 11 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზეა.
"ფეიენოორდის" მწვრთნელი იაპ სტამი გადადგა
"აიაქსთან" განადგურების შემდეგ ფანებმა "ფეიენოორდი" ავტობუსში კინაღამ ჩაქოლეს