სათამაშო დღის (30 იანვრის) 5 საუკეთესო შეხვედრა [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 30 იანვარს ევროპის მასშტაბით შიდა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართება. 

5 საუკეთესო მატჩი ასეთია: 

1. "ლაიპციგი" - "ლევერკუზენი" 

Sportall.Ge

დღეს გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის ცენრალური შეხვედრა "ლაიპციგსა" და "ლევერკუზენს" შორის გაიმართება.

ორივე გუნდი წლევანდელ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. 18 ტურის შემდეგ "ლაიპციგი" 35 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ "ლევერკუზენი" 32 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

ეს გუნდები ერთმენთს 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 4 გამარჯვება "ლაიპციგმა" მოიპოვა, ამდენივე მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 1 შეხვედრა "ლევერკუზენმა" მოიგო.

რაც შეეხება მათ მთავარ მწვრთნელებს (იულიან ნაგელსმანი "ლაიპციგი",
პიტერ ბოში "ლევერკუზენი"), ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 მატჩი ფრედ დასრულდა. ერთი გამარჯვება კი იულიან ნაგელსმანს დარჩა.


დღევანდელი შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება.

2. "არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

Sportall.Ge

ორივე ევროპული გრანდი, "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 21 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. 

მიუხედავად ცუდად დაწყებულის სეზონისა, "არსენალმა" თამაშების მოგება დაიწყო და ცხრილის ბოლოდან შუისკენ წამოიწია. 

ამ მომენტისთვის "მეთოფეებს" 30 ქულა აქვთ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება "მანჩესტერს", სულშერის შეგირდები 40 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ და ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებიან. 

მთავარი მწვრთნელების ურთიერთშეხვედრებში მიკელ არტეტას ("არსენალი") სულშერთან ("მანჩესტერი") 2/2 მატჩი აქვს მოგებული. 

მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. 

3. "უნიონ ბერლინი" - "ლევერკუზენი"

Sportall.Ge

მიმდინარე გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშება ორივე კლუბი ნორმალურად გამოიყურება. 18 ტურის შემდეგ 31 ქულით "გლადბახი" მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო "ბერლინმა" ამდენივე მატჩში 28 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილიც დაისაკუთრა. 

ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრების ანგარიშში სრული თანაფარდობაა. გუნდებმა გამარჯვება 1-1-ჯერ მოიპოვეს ერთი მატჩის ფრედ დასრულდა.

მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. 

4. "ბოლონია" - "მილანი"

Sportall.Ge

"როსონერი" დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გულშემატკივარს სკუტედოს მოგების იმედი ჩაუსახა. 

19 ტურის შედმეგ "მილანი" 43 ქულით პირველ იდგილზე იმყოფება, რაც შეეხება "ბოლონიას", ისინი ამდენივე მატჩში 20 ქულით მე-13 ადგილს იკავებენ. 

ეს გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც უმეტესი გამარჯვება "მილანმა" მოიპოვა. "როსონერიმ" დღევანდელი მეტოქის დამარცხება 12-ჯერ მოახერხა, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 1 გამარჯვება "ბოლონიამ" მოიპოვა. 

რაც შეეხებათ მთავარ მწვრთნელებს. სინიჰა მიჰაილოვიჩი ("ბოლონია") და სტეფანო პიოლი ("მილანი") ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. პიოლიმ გამარჯვება 6-ჯერ იზეიმა, მიჰაილოვიჩმა კი 3-ჯერ. 2 მატჩი ფრედ დასრულდა. 

დღევანდელი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. 

5. "ინტერი" - "ბენევენტო"

Sportall.Ge

კვლავაც შესანიშნავ სვლას განაგრძობს "ინტერი", რომელიც სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. 

19 ტურის შემდეგ "ნერაძური" 41 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ბენევენტოს", ისინი 22 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ. 

ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდაც 4-ივე მატჩი "ინტერის" გამარჯვებით დასრულდა. 

გუნდების მთავარი მწვრთნელები ანტონიო კონტე ("ინტერი") და ფილიპო ინძაგი ("ბენევენტო") ერთმანეთის წინააღმდეგ 1 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც გამარჯვებული კონტე გამოდგა. 

დღევანდელი შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული