"ოქროს ბურთის" მფლობელი ცნობილია

AutoSharing Option
France Football-მა 2021 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი გამოავლინა და ეს ჯილდო პსჟ-ის მოთამაშე ლიონელ მესიმ რეკორდულად, მეშვიდედ მოიპოვა.

მეორე ადგილი "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, მესამეზე კი "ჩელსის" ნახევარმცველი ჟორჟინიო გავიდა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო საუკეთესო ხუთეულშიც ვერ მოხვდა.

გასულ წელს კორონავირუსის გამო ცერემონია არ ჩატარებულა. 2019 წლის გამარჯვებულიც მესი გახდა.

პრესტიჟული ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა და გამარჯვებულის გამოვლენა ჟურნალისტების მეშვეობით ხდება.

altმესის 3 საგოლე პასი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის მძიმე ტრავმა... პსჟ-მ აუტსაიდერი დაამარცხა [VIDEO]

altლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 57 /
რასაც ფულით ვერ იყიდი დიდი ფულით იყიდიო ნათქვამია.
მარაზმი
30 ნოემბერი 2021 09:56
17
მართლა მარაზმია, რასაც მესის შესახებ წერ. ესეიგი შენივე ლოგიკით: მესიმ მსოფლიოს ყველა მწვრთნელებს, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, ჩამოუარა და მილიონები ჩამოურიგა??? ერთი მითხარი, აქ სად არის ლოგიკა? ისევე შენივე სისულელეს თუ გავყვებით: როლანდოსაც, ლევანდოვკისაც, იგივე ბენზემასაც, და რა ვიცი კიდევ ვის? არ შეეძლოთ "მოესყიდათ სუყველა"? მითუმეტეს ჩეჩქვივით ააქვთ მილიონები! კარგით რა მართლა უკვე, დიდ მ ა რ ა ზ მ შ ი ხართ გადასულები.
მარაზმსს
30 ნოემბერი 2021 12:21
3
როგორია ცხოვრება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურტელს რო უყურებ და ბოღმა გკლავს მაგ დროს? არ გირჩევნია რო ისიამოვნო ამ გენიოსის ყურებით და ფეხბურთით?
...
30 ნოემბერი 2021 10:17
6
კოპა ამერიკა ერთა ლიგის დონესაც ვერ უახლოვდება.მითუმეტეს ახლა,როცა ტრადიციული ძლიერი გუნდები-კოლუმბია ურუგვაი და ჩილე ღრმა კრიზისში არიან,მექსიკას კი მონაწილეობა არ მიუღია.ან რა შუაშია ეს კოპა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელობასთან?ბარსამ მთლიანად სეზონი ჩააგდო მესისთან ერთად,პარიზში კი დადის და ისე თამაშობს.თვითონ მაინც არ სცხვენია?ხომ ყველაზე უკეთ იცის რომ არ იმსახურებდა.სმასხარაო გახდა ეს ოქროს ბურთი.7ჯერ აქვს მესის მოგებული და ხავის და ინიესტას არცერთხელ.ლენინია რა,ლენინ მესი.
master
30 ნოემბერი 2021 07:55
15
რატო არ იმსახურებდა და მაგას რო იძახი ევროპასთან ახლოსაც არააო მაინც ვერცერთმა ვერ მოიგეს და მესი გახდა კოპას ბომბადირი ტოპ ასისტერი ლა ლიგაშიც იგივე უფრო მეტი საჯარიმოს გარედან გოლები ბომბარდირი კოპა დელ რეი მოიგო და კიდე ლევანდვსკიზე მეტი ასისტი
ლაზარე წიკლაური
30 ნოემბერი 2021 10:15
8
სირცხვილია უბრალოდ. ოქროს ბურთის დაჯილდოება დაემსგავსა ბრეჟნევისთვის მედლების გადაცემის ცერემონიას.რა კრიტერიუმებით საზღვრავენ ვერ გავიგე. ხალხი დაფრინავს ისეთ ფეხბურთს თამაშობენ,მესი დევს მოედანზე ხორცის საკეპ მანქანაში გასატარებელი ხორცივით, მოიგო რაღაც “ჭ” კლასის ტურნირი და ეგრევე შეტენეს.
nika
30 ნოემბერი 2021 07:55
14
წელს ნამდვილად არ ეკუთვნოდა.
კახა
30 ნოემბერი 2021 07:49
15
ბავშვობიდან მომდევს ფეხბურთის სიყვარული და ამიტომ ახლა ძნელია გადაჩვევა,თორემ აღარც ვუყურებდი დღევანდელ ფეხბურთს
ნოე
30 ნოემბერი 2021 07:47
9
რა კრიტერიუმებით საზღვრავენ უბრალოდ საინტერესოა, კოპა ამერიკით თუ საზღვრავენ მაშინ ჟეზუსისთვის უნდა მიეცათ 2019-ში(ფინალში ორი გოლი გაიტანა) მაგრამ მაინც მესის მისცეს ოქროს ბურთი, თუ ჩემპიონთა ლიგის მიხედვით საზღვრავენ ეგრე ჯორჯინიოსთვის უნდა მიეცათ, ლიგაც მოიგო და ევროპაც, თუ შიდა ჩემპიონატით საზღვრავენ მაშინ ან ლევანდოვსკსთვის უნდა მიეცათ ან ბენზემასთვის, ტიპები იმენნა დაფრინავენ, ყველა თამაშში გოლი გააქვთ თან პლიუს ბენზემამ ერთა ლიგაც მოიგო და ევროპაზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაღაცა კრიტერიუმები ხო უნდა არსებობდეს, ბოლივიას და პერუს რო გოლს გაუტან და ოქროს ბურთს მოგცემენ ...... ეგეთ ოქროს ბურთს
მამუკა
30 ნოემბერი 2021 03:35
26
ფეხბურთის თამაშით საზღვრავენ. ყველაზე მაგარ ფეხბურთს კი მესი თამაშობს.
semi
30 ნოემბერი 2021 10:01
12
ჯამურად მეგობარო. ტურნირზე წარმატებისათვის და რაც მთავარია იმ წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის . ჟეზუსი კოპაზე თავის გუნდშიც არ იყო საუკეთესო არც ჟორჟინიო იტალიის ნაკრებში ევროპაზე.მესი კოპაზეც ცალსახად საუკეთესო იყო და აღიარეს კიდეც და ლა ლიგაშიც საუკეთესო და იქაც ოფიციალურად. ზოგადად ისტორიაში პირველი პლეიმეიკერია რომელიც იმავდროულად თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირიცაა ყველა დროის თან რა ბარსელონაში, რა არგენტინაში რა სამხრეთ ამერიკაში მთლიანად.
კაკა
30 ნოემბერი 2021 09:44
7
ყველა გამოხმაურება
მესის ეკუთვნოდა წელს. კოპა ამერიკაა მეორეხარისხოვანი? კარგით რა მართლა, სამჯერ ითამაშა დიდმა დიეგომ კოპა და ფინალშიც ვერ გავიდა ვერცერთხელ მისი გუნდი. თან ხომ გააჩნია რა როლი ქონდა მესის იმ გამარჯვებაში და მთელ ტურნირში. საუკეთესო ფეხბურთელი საუკეთესო ასისტებში, საუკეთესო მეგოლე. და ერთი გადახედეთ რა ფეხბურთელები თამაშობდნენ კოპაზე.
ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი. თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა მისი თამაშის წყალობით ბარსა საჩემპიონო შანსს, ის ბარსა რომელიც მის გარეშე რაც იქნებოდა კი ვნახეთ.
ლევანდოვსკის ეკუთვნოდა შარშან. წელს მესის.
და ბოლოს. ოქროს ბურთის "ჩაწყობაზე" ვინც ლაპარაკობს, ეტყობა არ იცის როგორ ხდება მისი მფლობელის გამოვლენა.
არტ
30 ნოემბერი 2021 03:24
22
ხორხე ვალდანოზე გსმენია რამე? ტიპმა იმ მსოფლიო თასზე 4 გოლი გაიტანა და ერთი რაც მთავარია ფინალში! და მაინც მარტო ყოფილა დიეგო დამხარში არავინ დგომია არა? კი დიეგო იყო იქ მთავარი მაგრამ მარტომ მოიგოო დიდი უსამართლობაა იგივე ვალდანოსთან და პრინციპში ბურუჩაგასთანაც რომელმაც ის პასი არ გაუფუჭა დიეგოს ფინალში, ნახევარი მოედანი ირბინა , მერე წამოწეულ მცველს და მეკარეს აჯობა და ის გადანწყვეტი გოლიც გაიტანა. კიდევ ერთხელ-დიეგო იყო იქ საუკეთესო მაგრამ მარტომ მოიგოო ვინც ამბობს ის ემპიონატი არ უნახავს საერთოდ ეტყობა .
არტ
30 ნოემბერი 2021 10:42
3
დიდმა დიეგომ რაც გააკეთა იმას მესი ვერასდროს ვერ იზავს, მარტომ მოიგო მსოფლიო და მეორედ ფინალში გაიყვანა არგენტინა და იქაც პენალტი რომ არ მოეგონა მსაჯს ვინ იცის ვინ გახდებოდა ჩემპიონი, ხო და ეხლა შენ მსოფლიო ჩემიონატის დონეს თუ ადრი კოპა ამერიკის დონეს, მაშინ მაგრად გცოდნია ფეხბურთი
პროფესორას
30 ნოემბერი 2021 08:02
6
ყველა გამოხმაურება
მარაზმია რა უკვე, რათქმაუნდა მესი უდიდესი ფეხბურთელია მაგრამ ახლა ნამდვილად არ ეკუთვნოდა, სრული მარაზმი ფრანს ფუტბოლისაგან, რანაირად ჯობდა ლევანდოვსკის, ორი წელია დადის ტიპი მოედანზე, ან წინაზე ვანდაიკს რატო არ ეკუთნიდა და საერთოდ უდიდეს ფეხვურთელებს ტოვებენ ამ ჯილდოს გარეშე მხოლოდ იმიტომ რო მცველები არიან ან მეკარეები, ანაც მუშა ნახევარმცველები უბრალოდ რო დავასახელოდ, რამოსი, ხავი, ინიესტა, ანაც ნოიერი, და საერთოდ ხავი ინიესტას გარეშე დიდი ეჭვი მაქვს რომ მესი ამ დონეზე ასულიყო, უსამართლობაა
დათო
30 ნოემბერი 2021 02:47
14
ჯობია ან სამუდამოდ გადასცენ ან გააუქმონ. აშკარად აზრი აღარა აქვს ვინ მოიგებს. სირცხვილია და მეტი არაფერი
: )))))))
30 ნოემბერი 2021 02:39
16
გასაგებია რომ შარშან პანდემიის გამო არ შეიკრიბნენ. მაგრამ ხომ შეიძლება წელს ჩაატარონ გამოკითხვა ვინ იყო საუკეთესო შარშან? რა პრობლემაა შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ თუ იცით?
muro
30 ნოემბერი 2021 02:38
1
1 მიზეზია მხოლოდ ის რომ კარგათ იციან მესი ვერ მოიგებდა მაშინ და ლევანდოვსკის ეკუთვნოდა და არ უნდათ რომ მესის გარდა სხვა გადასცენ სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს
ალტ-"გენიოსის" შვილობილი
01 დეკემბერი 2021 14:34
0

სიახლეები პოპულარული