წლის ამბავი - ხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...

AutoSharing Option
ჯერ კიდევ მიმდინარე წელმა ბევრი დადებითი ემოცია დაგვიტოვა. იმედია, 2024-ში უფრო მეტი სასიხარულო ამბავი გვექნება, მათ შორის - საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა...

ფანტასტიკური ჟანრის ფილმებსა და მხატვრულ ნაწარმოებებში მფრინავ ავტომობილებს ხშირად ვხვდებით. ადამიანის ევოლუციური განვითარების მთავარი მიზანი ისაა, დაეუფლოს უფრო მეტს და მისწვდეს მიუწვდომელს. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო და ძირს დანარცხების ქვეცნობიერ შიშსაც უნდა სძლიო. გარეთ ბეილი ამბობდა, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა, მადრიდის "რეალი" მისი ოცნების გუნდი იყო და როგორც კი საშუალება მიეცა, მათი წევრი გახდა. ხვიჩა კვარაცხელიასაც თავისი
ოცნებები და მათი მიღწევისათვის საჭირო გზების მარშრუტი გააჩნია. ამ ლაბირინთებში პირველი კვანძი გახსნილია, ქართველი ფეხბურთელი უკვე ელიტის წევრია და თუკი ყველაფერი შესაბამისობაში გაგრძელდება, შორს არც კონკრეტულ ნომინაციაში მაღალი ადგილია და არც მისი სტაბილურობა. მართალია, აქ სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, თუმცა გეგმაში თავად "ოქროს ბურთიც" იყოს, "კვარასგან" ვერაფერს გამოვრიცხავთ!..

Sportall.Ge

სულ იმაზე დამუნათება, რომ 1981 წლის გამარჯვებით ვხარობთ და მას თითქოს ვერაფერს ვძენდით, სამართლიანიც იყო და თანაც, ნაკლებად ობიექტურიც. ნებისმიერი მიღწევა მაინც წარსულის ფესვების ახალი სიცოცხლის მიცემასა და მის შესრუტვაშია. აქ ჯილდოზე ნიმინირებულები ქართველები ადრეც ვიყავით. სიხარულს ისიც აძლიერებს, რამდენიმე წლის წინ მსგავსს ვერაფრით რომ ვერ ვიფიქრებდით. ამიტომ, ოცნებები ხდება, უკვე სხვა მასშტაბებზე ვართ და ამისთვის მადლობა, ხვიჩა!

უფრო მეტი ვახსენეთ და კვარაცხელიას მასთან მიახლოება მხოლოდ და მუდამ ფეხბურთზე ფიქრით შეუძლია, რას მისთვის ორგანულია. იქნება უფრო მეტი და არავინ იცის, ვინ უფრო გახარებული იქნება - ხვიჩა, გულშემატკივრები თუ ჩვენი ფეხბურთის წარსული. ამით ახალი ერა დაიწყება. უმტკივნეულო გზა მხოლოდ ოცნებაა, ის კი, რასაც ამისკენ თითოეული გადის, მათ შორის, უკვე 8-გზის ნომინანტი ლეო მესი, წარმოუდგენლად რთულ მომზადებას მოითხოვს. ბავშვობაში ნათქვამი სიტყვები შეიძლება ადამიანის მამოძრავებელი ძალა გახდეს. თუკი შენს ოცნებას ხშირად წარმოიდგენ, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად იქცევა რეალობად. ამისთვის, ალბათ, ბევრი შრომა და მიზნები, ერთგულება არის აუცილებელი და, ალბათ, კიდევ ცოტა იღბალიც.

Sportall.Ge

ოჯახურ თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცით სპორტსმენები, როგორც კი ოჯახური პრობლემები დაეწყოთ, ეს მათ კარიერაზეც აისახა. ცერემონიალზე ხვიჩას გვერდით მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც იყო. ძალიან კარგ წყვილს ნერვიულობა ემჩნეოდა და ეს ბუნებრივიც იყო. კვარაცხელია ამ მასშტაბის საღამოებზე ხშირად უნდა ვნახოთ და იმასაც დავინახავთ, კამერებთან გაცილებით გაშინაურებულები რომ იქნებიან. მესი ვახსენეთ და ფაკუნდო ფარიასზე უნდა ვთქვათ, რომელიც "ინტერ მაიამიში" გადავიდა და არგენტინელთან ერთად თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელი მოჰყვა, რომ მისმა ცოლმა ანხიმ უნივერსიტეტი მიატოვა, რათა ქმარს ლეგენდასთან ეთამაშა...

კვარაცხელია და ევროპული ფეხბურთი - ჯერ ყველაფერი წინაა!..

altმესიმ "ოქროს ბურთი" მერვედ მოიპოვა - ყველა ნომინანტი დასახელდა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

მკითხველის კომენტარები / 20 /
ქართველის ეტალონია ვენაცვალე ჯიგარში
gito
10:27 27-12-2023
2
კალაბრია კვარას კლასიკური დაპირისპირება ნამდვილ არის უკვე მერამდენე თამაშია. ამი ვერ დამნახავი ხო შიგევროპელი პეტრუშკაა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული