ქართველების გუნდს რუსეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი გაწვრთნის

AutoSharing Option
13 დეკემბერს გადაყენებული ავსტრიელი პეტერ შტეგერის ნაცვლად "ფერენცვაროშის" მწვრთნელად რუსეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი სტანისლავ ჩერჩესოვი დანიშნეს.

ჩერჩესოვთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალების შესახენ ბუდაპეშტური კლუბი ინფორმაციას არ ავრცელებს.

2018-21 წლებში "ფერენცვაროშს" სათავეში უკრინელი სერგეი რებროვი ედგა, რომელმაც ზაფხულში "აი აინი" ჩაიბარა.

"ფერენცვაროშის" ღირსებას ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იცავენ.