
უკრაინელმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა "ფერენცვაროში", რომლის ღირსებასაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იცავენ, საკუთარი ნებით დატოვა.
რებროვმა არაბთა გაერთიანებული საემიროების "ალ-აიანი" ჩაიბარა, სადაც პორტუგალიელი პედრუ ემანუელი შეცვალა.
Index-ის ცნობით, რებროვს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო დაუნიშნეს.
რებროვის ხელმძღვანელობით, "ფერენცვაროში" ზედიზედ სამჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონი.