მოგეხსენებათ, აფრიკაში ერთა თასი მიმდინარეობს. როგორც უმეტესად დიდ ტურნირებზე ხდება, ამ ფორუმსაც თან ემოციური ისტორია დაერთო.
რეიტინგში 108-ე ადგილზე მყოფი სიერა ლეონე ერთა თასზე 1996 წლის შემდეგ პირველად გავიდა და სენსაციაც საწყის ტურშივე მოაწყო. 11 იანვარს ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ალჟირთან ფრედ, 0:0 ითამაშეს.
სიერა ლეონეს გულშემატკივრები თავიანთ ფეხბურთელებს ფეხზე კოცნით დაემშვიდობნენ, სპორტსმენები კი ფინანსური პრობლემების გამო კამერუნში ნავებით ჩავიდნენ. მართალია, ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ კონკრეტული თანხა გადარიცხა, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა და სპორტსმენებმა ნავით დაახლოებით 2 796
კილომეტრი გაცურეს, ჩავიდნენ კამერუნში და როგორც მოგახსენეთ, სენსაცია შემოგვთავაზეს.
მატჩის დაწყების წინ, ჰიმნის გაჟღერებისას, ათლეტებმა ემოციებისგან ცრემლები ვერ შეიკავეს, შემდეგ კი მოედანზე გული და სული დადეს, არბიტრის ბოლო სასტვენის შემდეგ კი დიდი ემოციებით აღნიშნავდნენ.
მომზადებულია thenewsglory-ისა და today.-n24-ის მიხედვით