"ჩელსიმ" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
აბუ-დაბიში ჩატარებულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსიმ“ „პალმეირასი“ 2:1 დაამარცხა.

„არისტოკრატები“ 55-ე წუთზე ლუკაკუმ დააწინაურა. 64-ე წუთზე რაფაელ ვეიგამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. 117-ე წუთზე კი ჰავერცმა თერთმეტმეტრიანით გამარჯვება ლონდონურ გუნდს მოუტანა.

„ჩელსიმ“ პირველად მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეცხრედ გახდა ევროპული კლუბი.

მესამე ადგილისთვის მატჩში ეგვიპტის „ალ-აჰლიმ“ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ 4:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული